21.აგვისტო .2019 10:15

ხელოვნური ინტელექტი სტიქიური კატასტროფის პროგნოზირებისთვის

views 231
უკან

მიწისძვრა, ქარბორბალა, წყალდიდობა, ზვავი, ეს იმ სტიქიური უბედურებების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც მთელი წლის განმავლობაში მსოფლიოს გარშემო ხდება.

მათ კი, გარდა ეკონომიკური ზარალისა, ხშირად, ყველაზე მნიშვნელოვანი - ადამიანის სიცოცხლე ეწირება. ამიტომაც მეცნიერები ყოველდღიურად მუშაობენ იმ ტექნოლოგიებზე, რომელიც ადამიანებს წინასწარ შეატყობინებს მოსალოდნელი საფრთხის შესახებ და მაქსიმალურად შეამცირებს ზარალს და დანაკარგებს, რაც სტიქიურ უბედურებებს მოჰყვება ხოლმე.

თანამედროვე სამყაროში ამ მიმართულებით პროგრესი არის, რაც ხელოვნური ინტელექტით არის განპირობებული და შეიქმნა ალგორითმი, რომელიც აკუსტიკური და სეისმოლოგიური მონაცემების ანალიზის შედეგად, წინასწარ გრძნობს მოსალოდნელ საფრთხეს. მართალია, ჯერ არ გამოყენებულა რეალური მიწისძვრის საპროგნოზოდ, მაგრამ ლაბორატორიული შედეგები მოწმობს, რომ ის იმედის მომცემია.

თუმცა მანამ, სანამ ეს პროექტი სისრულეში მოვა, ბრიტანულმა კომპანიამ ხელოვნური ინტელექტისა და ტექნოლოგიების გარეშეც მოიფიქრა გამოსავალი - იმისთვის, რომ ბუნებრივ კატასტროფებს ადამიანის სიცოცხლე არ შეეწიროს, შექმნა ბეტონის საფარი, რომელიც წყალგაუმტარი და ცეცხლგამძლეა. მიწისძვრის, წყალდიდობისა და სხვა სტიქიის დროს ცხადია, ტერიტორიას ვერ დაიცვას, თუმცა ადამიანები გადარჩებიან და მასში ცხოვრება რამდენიმე კვირის განმავლობაში შეეძლებათ.

გარდა ამისა, მართალია, უმეტესობა დრონებს სკეპტიკურად უყურებს, თუმცა რეალურად ამ მოწყობილობამ მომავალში შესაძლოა დიდი საფრთხე აგვარიდოს თავიდან. ექსპერტებმა მასაც გამოუნახეს ფუნქცია და სტიქიის შედეგად, ლიკვიდაცია ევალებათ და ასევე, სადაზღვევო კომპანიებს ზარალის შეფასებაშიც ეხმარება. ლიკვიდაციის ფუნქცია აქვთ ასევე, რობოტ-მაშველებსაც, რომლებიც აღჭურვილია ვიდეო-თვალით და რეალურად, ადამიანის სიცოცხლის გადასარჩენად შეიქმნა.

არქიტექტორები და ინჟინრები კი, მუშაობენ იმისთვის, რომ შენობები, რომლებიც მომავალში მსოფლიოს გარშემო აშენდება, იყოს მაქსიმალურად დაცული და გამძლე მიწისძვრის დროს. ერთ-ერთი პროექტის თანახმად, შეიქმნა მიწისძვრის ვიბრაციის ბარიერი ანუ სტრუქტურა, რომელიც შთანთქავს მიწისძვრის დროს წარმოქმნილ ვიბრაციას, შეამცირებს ინტენსივობას და ვეღარ შეაღწევს შენობებში, ყოველ შემთხვევაში, სტიქიურ უბედურებას შენობის გამანადგურებელი ეფექტი აღარ ექნება.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა