მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხელს შეგიწყობთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად გადავიდეთ GMP/GDP სტანდარტზე - ტიკარაძე ფარმაბიზნესს

61542e5092405
ინგა მურუსიძე
29.09.21 13:24
561
"ხელს შეგიწყობთ, რომ რაც შეიძლება სწრაფი ნაბიჯებით და რაც შეიძლება უსაფრთხოდ გადავიდეთ GMP სტანდარტზე", - ამ სიტყვებით მიმართა ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ფარმაცევტული დაწესებულებებისა და ასოციაციების წევრებს სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე.

"ზუსტად ვიცი, რომ ამ შეხვედრას არა მხოლოდ სამინისტროს მხრიდან, არამედ ფარმაკოლოგთა ასოციაციის მხრიდან საკმაოდ მძიმე სამუშაო უდევს საფუძვლად და ვთვლი, რომ ნამდვილად ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებებისთვის არის ეს შეხვედრა, როგორც ჩვენი მოქალაქეებისთვის, ასევე, რა თქმა უნდა, სახელმწიფოსთვის და ის პერსპექტივები, რომლებიც ესახება საქართველოს ფარმაკოლოგთა ასოციაციის მხრიდან დანახული პერსპექტივები ფარმაბიზნესის მიმართ, ძალიან მნიშვნელოვანია.

როგორც ყველამ ვიცით, GMP და GDP სტანდარტთან მიმართებით არაერთი სხვადასხვა მოსაზრებაა. შევძლებთ თუ არა გავუმკლავდეთ ამ გამოწვევას, ან ზოგადად საჭიროა თუ არა ამ სტანდარტზე გადასვლა, მაგრამ ალბათ დღეს დაგროვილი გამოცდილება გვიჩვენებს თუ რამდენად მნიშვნელოვანი არის ხარისხიანი წამლის მიწოდება და მიწოდების პროცესის ზედამხედველობა.

ამ ყველაფერს ასევე მნიშვნელობა აქვს ბიზნესისთვის არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით და მოსახლეობისთვის, არამედ იმ საექსპორტო ჯაჭვის შესანარჩუნებლად, რომელიც დღეს ფარმაბიზნესს გააჩნია. მაშინ, როცა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების ძალიან ბევრი ქვეყანა 2014 წელს გადავიდა და ბევრი ქვეყანა 2019 წელს გახდა GMP-ს სტანდარტის აღმსრულებელი, მნიშვნელოვანია, ქართულმა ბიზნესმაც არ დაკარგოს მისი საექსპორტო წილი, რომელიც დაიკავა ამ ქვეყნებში. სახელმწიფოს ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია, რათა მოხდეს ინტენსიური ხელშეწყობა, რომ რაც შეიძლება სწრაფი ნაბიჯებით და რაც შეიძლება უსაფრთხოდ გადავიდეთ ამ სტანდარტზე“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ის ირწმუნება, რომ ჯანდაცვის სამინისტრო გააგრძელებს მუშაობას ფარმაბიზნესთან, რათა არანაირი რისკები არ შეექმნას ბიზნესს და სამინისტრო იქნება ის მედიატორი, რომლებიც ბიზნეს ასოციაციასთანაც ითანამშრომლებს სწორედ ბიზნესების ხელშესაწყობად.

გარდა ამისა, ტიკარაძე ფარმაბიზნესის წარმომადგენლებს დაჰპირდა, რომ ეკონომიკის სამინისტროსთან დადგება რიგი საკითხები, რაღა მაქსიმალური ხელშეწყობა მოხდეს.

შეგახსენებთ: დღევანდელი შეხვედრის შეხვედრის მთავარი თემა ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე კარგი საწარმოო პრაქტიკის (GMP) და კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის (GDP) სტანდარდის დანერგვა იყო, რაც საქართველოში წარმოებული მედიკამენტის ხარისხის მკვეთრად გააუმჯობესებს და გაზრდის ქვეყნის საექსპორტო პოტენციალსაც. GMP და GDP სტანდარტების დაცვის მოთხოვნა 2022 წლის პირველი იანვრიდან შედის ძალაში. სწორედ აღნიშნულ სტანდარტზე გადასვლის გეგმა და არსებული საჭიროებები სექტორის წარმომადგენლებისგან დღეს პირადად ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ, მინისტრის მოადგილეებმა და სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს დირექტორმა ზაალ კაპანაძე მოისმინეს.