მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Xiaomi ახალი სმარტფონით Apple-თან და Samsung-თან კონკურენციას გეგმავს

606329cc48750
ნათია თაქთაქიშვილი
30.03.21 22:00
1139
Xiaomi-მ ოთხი ახალი სმარტფონი წარადგინა - Xiaomi Mi 11 Ultra, Xiaomi Mi 11 Pro, Xiaomi Mi 11i და Xiaomi Mi 11 Lite. მათგან Xiaomi Mi 11 Ultra არის სწორედ ის მოდელი, რითაც Xiaomi პრემიუმ სეგმეტზე გასვლას და Apple-თან და Samsung-თან კონკურენციას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC-ი ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ Xiaomi Mi 11 Ultra გლობალურად იქნება ხელმისაწვდომი. ჩინეთში აღნიშნული მოდელის ფასი $915 იქნება, ხოლო ევროპაში მისი ფასი 1,200 ევროდან დაიწყება.

Xiaomi Mi 11 Ultra არის სმარტფონი, რომელიც პირველ რიგში ყურადღებას განუზომლად დიდი კამერით იქცევს. სმარტფონს HDR ფოტოების გადაღება მომენტალურად, დაყოვნების გარეშე შეუძლია, რადგან მას სენსორს ოპტიკური სტაბილიზაცია (OIS) და ახალი Dual Pixel Pro აქვს.

Xiaomi Mi 11 Ultra-ში ასევე ვხვდებით Snapdragon 888 ჩიპსეტს, 12 გიგაბაიტ LPDDR5 ოპერატიულ მეხსიერებასა და 256GB უსწრაფერს, UFS 3,1 შიდა მეხსიერებას. სმარტფონს გაგრილების სისტემაც აქვს, რაც ხანგრძლივი თამაშისას ტელეფონს გადახურებისგან დაიცავს.

როგორც Xiaomi-ის აღმასრულებელი ხემძღვანელი ლეი ჯუნი აცხადებს, ეს სწორედ ის მოდელი გახლავთ, რომელიც მაღალი სეგმენტისთვის განკუთვნილ ბაზარზე დამკვიდრებაში დაგვეხმარება.

„დღესდღეობით მობილურ ტელეფონს კამერა ქმნის. Xiaomi-იმ ეს იცის და მაქსიმუმი გაკეთდა იმისთვის, რომ ახალ მოდელებს დახვეწილი ფოტოკამერა ჰქონოდათ“, - განაცხადა სმარტფონების მწარმოებელი კომპანიის წარმომადგენელმა.