მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Xiaomi ელექტრო სკუტერს გამოუშვებს

5dfbabd0a9907
ნათია თაქთაქიშვილი
20.12.19 00:20
1198
პეკინში დაფუძნებული Xiaomi-ი, რომელიც ძირითადად სმარტფონების და მისი აქსესუარების წარმოებით არის ცნობილი, ელექტრო სკუტერის გამოშვებას გეგმავს. ამის შესახებ electrek.co იუწყება. 

მოპედის მოდელს 2020 წელს Consumer Electronics Show-ს ავტოგამოფენაზე გამოიტანენ. კომპანია ასევე გეგმავს ორი ელექტრო სკუტერის პრეზენტაციას. 

Ninebot eScooter-ი ამავე დროს წარმოადგენს მოპედს, რომელიც ელექტროძრავზეა და აქვს ციფრული ეკრანი, მუხრუჭი და საბარგული.

რაც შეეხება მეორე E200P მოდელს, მას შეუძლია საათში 100 კილომეტრის დაფარვა, აქვს ორმაგი აკუმულატორი, რომლის მარაგის საფუძველზე, შესაძლებელია 200 კილომეტრის დაფარვა.

აღსანიშნავია, რომ კომპანია უკვე წარმატებით აწარმოებს ელექტრო ველოსიპედებს, რომლის ღირებულებაც 261-425 აშშ დოლარს შეადგენს.