მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Xiaomi ელექტრომობილების წარმოებაში $10 მლრდ-ის ინვესტიცირებას გეგმავს

606427bd6afb0
თათია კაკიაშვილი
31.03.21 23:20
649

ჩინური ტელეფონების მწარმოებელი კომპანია Xiaomi ელექტრომობილების წარმოებაში 10 მილიარდი დოლარის ინვესტიციას გეგმავს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

Xiaomi, რომელიც Apple-ის და Samsung-ის შემდეგ მსოფლიოში სიდიდით მესამე სმარტფონების მწარმოებელი კომპანიაა, ამ ნაბიჯით ელექტრომობილების ბაზარზე შევა, სადაც კონკურენციის გაწევა Apple-ის და Huawei-სთვის მოუწევს. მიზნის განსახორციელებლად, ტექნოლოგიური გიგანტი ახალი კომპანიის შექმნასაც აანონსებს, რომელსაც სათავეში Xiaomi-ის აღმასრულებელი დირექტორი ლეი ჯუნი ჩაუდგება, ხოლო საწყისი ინვესტიცია დაახლოებით 1.5 მილიარდი დოლარი იქნება.

„გადაწყვეტილება ჩვენს ყველა პარტნიორს შორის მრავალი განხილვის შემდეგ მივიღეთ და ეს იქნება ჩემი ცხოვრების საბოლოო მთავარი სამეწარმეო პროექტი“, - განაცხადა ლეი ჯუნმა.

ჯერ უცნობია, კომპანია აწარმოებს თუ არა ელექტრომობილების ბიუჯეტურ მოდელებს. საგულისხმოა, რომ ჩინეთში უკვე ასობით კომპანია ცდილობს ელექტრომობილების მსოფლიოს წამყვანი ბაზრის წილის მოპოვებას. ქვეყანაში ამ დროისთვის ყველაზე დიდი პოპულარობით ჰონგ გუანგის Mini EV სარგებლობს, რომლის ღირებულებაც 4500 აშშ დოლარია. კიდევ ერთი ყველაზე მოთხოვნადი მოდელი ახალი მაღალი კლასის ელექტრომობილი Zeekr-ია, რომელსაც ჩინეთის უდიდესი ავტომწარმოებელი კომპანია Geely ფლობს.