მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Xiaomi გამჭვირვალე ტელევიზორის წარმოებას გეგმავს

5f33f6198eb2f
ნათია თაქთაქიშვილი
12.08.20 23:00
1713
კომპანიამ Xiaomi ათი წლის იუბილესთან დაკავშირებით გამჭვირვალე პანელის მქონე ტელევიზორი წარადგინა. ტელევიზორ Mi TV Lux Transparent Edition-ს ნახევრად გამჭვირვალე OLED-პანელი აქვს, რომლის დიაგონალიც 139 სანტიმეტრია.

ეკრანზე გამოსახულების გამოყვანისას მომხმარებელს შეუძლია დაინახოს ის, რაც ტელევიზორის უკან მდებარეობს. ეკრანის განახლების სიჩქარე 120 ჰერცია, ფერის სიღრმე - 10 ბიტი. Xiaomi-ს განცხადებით, ტელევიზორი MediaTek 9650-ის ჩიპზე მუშაობს. კორპუსის სისქე 5,7 მილიმეტრია.

Mi TV Lux Transparent Edition-ის ღირებულება 7200 დოლარია. მისი გაყიდვის დაწყების თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

აღსანიშნავია, რომ Mi TV Lux Transparent Edition-ის მსგავი ტიპის პირველი ტელევიზორი Samsung-მა 2016 წელს წარადგინა, შემდეგ მსგავსი მოწყობილობა LG-მაც შექმნა.