მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

აზიის განვითარების ბანკმა წყალმომარაგების სექტორის განვითარებისთვის საქართველოს 133 მლნ. ევრო გამოუყო

5f8997eb458ff
BM.GE
16.10.20 16:52
952
დღეს, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა და საქართველოში აზიის განვითარების ბანკის (ADB) მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა შეინ როზენტალმა ხელი მოაწერეს შეთანხმებებს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის „წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის მდგრადი განვითარების პროგრამის თაობაზე“. პროგრამის ფარგლებში, ADB გამოყოფს ფინანსურ რესურსს 115,3 მლნ ევროს ოდენობით. აღნიშნული წარმოადგენს ბიუჯეტის მხარდამჭერ სესხს და თანხა პირდაპირ მიიმართება ბიუჯეტში. პროგრამა, ასევე, მოიცავს საინვესტიციო კომპონენტს, რომლის ფარგლებშიც დაფინანსება 17,7 მლნ ევროს შეადგენს. ინფორმაციას ფინანსთა სამინისტროს ავრცელებს.

პროგრამის მიზანია, წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის მართვისა და ინსტიტუციონალური შესაძლებლობების გაუმჯობესება.

პროექტი მოიცავს ქალაქად და სოფლად წყალმომარაგებისა და წყალარინების სექტორის გაძლიერებას, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიის მენეჯმენტის ეფექტურობისა და მართვის გაუმჯობესებას. რაც შეეხება საინვესტიციო კომპონენტს, პროგრამა ითვალისწინებს წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციას ქალაქ თელავში.

აღნიშნული შეთანხმებების გაფორმება, საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობის კიდევ ერთი დასტურია.