მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ლაშა პაპაშვილი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ - "მთავარი მესიჯი არის ის, რომ პრემიერი არის პრობიზნესური"

606457b4c5589
სალომე მეცხვარიშვილი
31.03.21 15:04
3557
ყველაზე მთავარი მესიჯი, არის ის, რომ ეს პრემიერი არის პრობიზნესური - ამის შესახებ კომპანია “რედიქსის” დამფუძნებელმა ლაშა პაპაშვილმა საქართველოს პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

“ახლა ისეთი კრიტიკული და გარდამტეხი სიტუაციაა, რომ ისიც კი, რომ ადამიანი აცხადებს, რომ პრობიზნესურია, ის, რომ ახალგზარდაა, ჯანღონით-სავსეა, განათლებულია და კარგი ოჯახი აქვს...უკვე კარგია”,- ამბობს ბიზნესმენი.

ჟურნალისტის რეპლიკაზე, შველის თუ არა ეს ყველაფერი ლარს, პაპაშვილი პასუხობს:

“ლარის კურსს შველის ზუსტად ეს - ის, რომ (პრემიერი) პრობიზნესურია”,- აცხადებს ლაშა პაპაშვილი.