მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხიდები საქართველოში - საინტერესო ფაქტები, რომლებიც აქამდე არ იცოდით (R)

60cafc042c1e3
BM.GE
17.06.21 11:51
2763
ხიდების მშენებლობას თბილისსა და მთელ საქართველოში საინტერესო ისტორია აქვს. ხიდებს, ისტორიულად, როგორც საკომუნიკაციო, ისე სამხედრო–სტრატეგიული დანიშნულება ჰქონდათ და სხვადასხვა წყაროს ცნობით, მათი მშენებლობა მაღალ დონეზე იყო განვითარებული. საქართველოში, უძველესი დროიდან, ხიდებს სხვადასხვა მასალით - ხისგან, ქვისგან, ლითონისგან აგებდნენ. თითოეული მათგანი კი, იმ პერიოდის ყოფას ასახავს. ბევრი ხიდი არაერთხელ გადაკეთდა და პირვანდელი სახე დაკარგა. თუმცა ბევრია ისეთიც, რომელიც შუა საუკუნეებშია აგებული, დღემდე ინარჩუნებს ისტორიულ იერსახეს და საკომუნიკაციო ფუნქციას ასრულებს. როგორ ხდება თანამედროვეობაში ხიდების რეაბილიტაცია და რეკონსტრუქცია? რა გამოწვევებია ამ პროცესში? როგორია კავშირი ისტორიულ და თანამედროვე ხიდებს შორის? ამ თემებზე სასაუბროდ, ხიდების რეაბილიტაციის მიმართულებით ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი კომპანიის, „ენსისის“ თანამშრომლებს მივმართეთ:

„თანამედროვეობაში ხიდების პირველადი დანიშნულება ადამიანებისთვის კომფორტის შექმნა, დროის დაზოგვა, უსაფრთხოებაა. თითოეული ახალი თუ რეაბილიტირებული ხიდი ჩვენს ყოველდღიურობაზე ახდენს გავლენას. მოქალაქეები უფრო მარტივად, სწრაფად და უსაფრთხოდ მიდიან დანიშნულების ადგილამდე. რეალურად, ხიდი, ერთმანეთთან ისეთ ტერიტორიებს აკავშირებს, სადაც მისვლა გართულებული ან შეუძლებელია. გარდა ამისა, ნებისმიერი ქვეყნის ინფრასტრუქტურისთვის ხიდების მშენებლობა არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი კომპონენტი და ეს ტრანსპორტირებას უკავშირდება", - მოგვითხრობს „ენსისის“ ხიდების და გვირაბების მიმართულების ხელმძღვანელი, ირაკლი ურუშაძე. კომპანიის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება სწორედ ხიდების მშენებლობა და რეაბილიტაციაა.

XXI საუკუნეში, სტრატეგიული დანიშნულება არა მხოლოდ მდინარეებზე აგებულ, არამედ გზაგამტარ ხიდებს დაეკისრა. თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან დამაკავშირებელი გზაგამტარი ხიდი სწორედ ასეთ სტრატეგიულ ფუნქციას შეასრულებს. ამ ობიექტის რეაბილიტაციის პროცესი დასკვნით ეტაპზეა და ახლა მიმდებარე ტერიტორიის მოწესრიგება მიმდინარეობს. ეს ხიდი გასული საუკუნის 70–იან წლებში აშენდა და მას შემდეგ ხიდის რეაბილიტაცია პირველად მოხდა. პროექტს კომპანია „ენსისი“ ახორციელებს.

„რეაბილიტაციამდე ეს გზაგამტარი ამორტიზებული იყო, რის გამოც ამხელა მნიშვნელობის ხიდი ვერ აკმაყოფილებდა უსაფრთხოების სტანდარტებს. რეაბილიტაციისას, სამუშაოს ყველა ეტაპი თანამედროვე ტექნოლოგიებით ხორციელდებოდა. ბურჯების და საყრდენი კედლების შეცვლა, სავალი ნაწილის განახლება და სხვა ბევრი მნიშვნელოვანი სამუშაო მსოფლიოში დღეს არსებული სტანდარტების შესაბამისად განხორციელდა“ – ამბობს „ენსისის“ ტექნიკური სამსახურის ხელმძღვანელი, დავით მახარაშვილი.

კომპანიას - „ენსისი“ მთელი ქვეყნის მასშტაბით არაერთი ხიდის მშენებლობის და რეაბილიტაციის პროექტი აქვს განხორციელებული. მათ შორის, საინტერესო და სირთულეებით იყო გამორჩეული ზესტაფონი–ბაღდათის საავტომობილო გზაზე, მდინარე ყვირილაზე ახალი სახიდე გადასასვლელის სამშენებლო სამუშაოები. დავით მახარაშვილის თქმით, პროექტი 172,3 მეტრის სიგრძის ხიდის პროექტირებასა და მშენებლობას მოიცავდა. მშენებლობის პროცესი მდინარე ყვირილას კალაპოტში, რთულ მეტეოროლოგიურ და ჰიდროლოგიურ პირობებში მიმდინარეობდა.

კომპანია „ენსისი“ მტკვარზე სახიდე გადასასვლელის მშენებლობას ახორციელებს მცხეთაში, რომელიც ვიზუალურად იმეორებს ისტორიული ხიდის ფორმებს, და სტრუქტურული და ტექნოლოგიური თვალსაზრისით საქართველოში არსებულ ერთ-ერთ ყველაზე რთულ სახიდე კონსტრუქციას წარმოადგენს.

„ენსისიმ“ განახორციელა თბილისში ბარათაშვილის ხიდისა და მიმდებარე პანდუსების რეაბილიტაცია, მშრალი ხიდის რეაბილიტაცია, გულუას სახელობის ხიდის რეაბილიტაცია, მტკვრის უბეზე, მეტეხის ხიდთან მდებარე აივნის სარეკონსტრუქციო სამუშაოები, ასევე, მარშალ გელოვანის ქუჩისა და სარაჯიშვილის ქუჩის გადაკვეთაზე ორდონიანი კვანძის მოწყობა, ზაჰესის დასახლებაში, საავტომობილო ხიდის მშენებლობა და სხვ.

„ბარათაშვილის ხიდის რეაბილიტაცია ჩვენი გუნდისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მისი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე. ცალკე აღსანიშნავია ის შრომატევადი საქმე, რაც წინ უძღვის რეკონსტრუქციის დაწყებას. მოხდა ხიდის კონსტრუქციის დაზიანების ხარისხის დეტალური შემოწმება და შეფასება. ასეთი შესწავლის გარეშე, დაუშვებელია სამუშაოების დაწყება. პროცესს ართულებდა სპეციფიკა - სამუშაოების წარმოება ხიდზე და ხიდის ქვეშ საავტომობილო და საწყლოსნო ტრანსპორტის გადაადგილების სრული შეზღუდვის გარეშე, 24–საათიანი სამუშაო რეჟიმით მიმდინარეობდა“, – ამბობს დავით მახარაშვილი.

ბარათაშვილის ხიდი მე-20 საუკუნის 60–იან წლებში აშენდა. აშენების შემდეგ, მისი რეაბილიტაცია პირველად განხორციელდა და ბევრ ისეთ სამუშაოს მოიცავდა, რისი დანახვაც ჩვეულებრივი თვალისთვის შეუძლებელია.

მშრალი ხიდი, „მიხეილის მცირე ხიდი,“ ჯოვანი სკუდიერის სახელს უკავშირდება. მე -20 საუკუნეში, როცა თბილისის სანაპიროები მოეწყო და მტკვრის ერთი ტოტი დააშრეს, რის შედეგადაც მადათოვის კუნძული გაუქმდა და ხიდის ქვეშ მტკვარი აღარ მიედინება, მან ახალი სახელწოდება - „მშრალი ხიდი“ შეიძინა.




ხიდი მძიმე მდგომარეობაში იყო. აგურებს შორის საბჭოთა პერიოდის ცემენტის ნალესობა, ხიდის თაღოვანი კონსტრუციის ქვის ნაწილი იშლებოდა და საჭიროებდა გადაუდებელ რესტავრაციას.
კომპანია „ენსისიმ“ განახორციელა უპრეცედენტო სარესტავრაციო-კონსერვაციის სამუშაოები. დავით მახარაშვილის თქმით, „მთლიანად მოიხსნა საბჭოთა პერიოდის ცემენტის ნალესობა, გაიწმინდა ათიათასობით აგური, სამი ათასი აგური ხელახლა გადაეწყო, აგურებს შორის შეყვანილი იქნა ტრადიციული კირხსნარზე დამზადებული დუღაბი, კონსერვივრდა მძიმე მდგომარეობაში მყოფი ქვის დეტალები“.

რეაბილიტაცია შეეხო როგორც უშუალოდ ხიდის ნაწილს, ასევე ხიდის მიმდებარე კედლებს - ყოფილ ჯებირებს. საბოლოოდ, დედაქალაქმა მიიღო რეაბილიტირებული მშრალი ხიდი პირვანდელი იერსახით.

XX საუკუნის 60-იან წლებში აშენდა დ. გულიას სახელობის ხიდი. მისი დანიშნულება, ერთის მხრივ, საქალაქო ტრანსპორტის მოძრაობის უზრუნველყოფა და მეორე მხრივ, საქალაქო კანალიზაციისა და წყალსადენის დიდი დიამეტრის მილების მდინარის მარჯვენა ნაპირიდან მარცხენა ნაპირზე გატარებაა. ხიდის საერთო სიგრძე 128 მეტრია. ირაკლი ურუშაძის თქმით, „ხიდს დიდი ხნის განმავლობაში არ ჰქონდა ჩატარებული რეაბილიტაცია და გადაუდებლად გახდა საჭირო დაზიანებული მონაკვეთებისა და მასზე გატარებული კომუნიკაციების აღდგენითი სამუშაოების ჩატარება.

მოძრაობა რომ არ შეფერხებულიყო, რეაბილიტაცია ჯერ ერთ ზოლს, ხოლო შემდეგ მეორე ზოლს ჩაუტარდა. ხიდზე განათების ახალი ბოძებიც დამონტაჟდა. მთლიანად შეიცვალა ასფალტის საფარი“.
მნიშვნელოვანი ფუნქციის მატარებელია მარშალ გელოვანის გამზირზე აშენებული ესტაკადა - 240 მეტრის სიგრძის გზაგამტარი.

„თავდაპირველად, პროექტით 101 ერთეული ხე-მცენარის მოჭრა განისაზღვრა, ხოლო გზაგამტარის კონსტრუქცია გათვლილი იყო ერთ სავალ ზოლზე. თბილისის მერიაში წარდგენილი კომპანიის ინიციატივის განხილვის შემდეგ, პროექტში ცვლილები შევიდა. ახალი პროექტით, მოჭრას გადარჩა 85 ხე, სავალი ნაწილი ორ ზოლად გაფართოვდა, მოხდა შშმ პირებისთვის განკუთვნილი ლიფტების მონტაჟი, გამარტივდა გელოვანის გამზირზე ფეხით მოსიარულეთათვის გზის სავალი ნაწილის გადაკვეთა და ა.შ. მოსახლეობისთვის გაცილებით ადვილი გახდა ცენტრალურ გზაზე შუქნიშნის გარეშე შემოსვლა“, – განმარტავს დავით მახარაშვილი.

საინტერესოა ზაჰესის ხიდის რეაბილიტაციის პროცესიც, - ეს პირველი საავტომობილო ხიდია, რომელიც საქართველოს დამოუკიდებლობის პერიოდში აიგო.

„თავდაპირველად არსებული ხიდის რეაბილიტაცია იყო დაგეგმილი, მაგრამ რეალობამ აჩვენა, რომ მისი რეაბილიტაცია შეუძლებელი იქნებოდა მასზე დაკიდებული მაგისგტრალური წყალსადენების გამო. „ენსისიმ“ ძველი ხიდის გვერდით ახალი ხიდის დიზაინი შეიმუშავა და მშენებლობა განახორციელა. ძველ ხიდზე მანქანები აღარ დადიან“, – მოგვითხრობს დავით მახარაშვილი.

კომპანია „ენსისის“ გენერალური დირექტორის, გეგი ქელბაქიანის თქმით, ახალი ხიდების აშენება და ძველის რეაბილიტაცია თანამედროვე ქალაქებს მუდმივად სჭირდება. ეს რთული, მრავალეტაპიანი სამუშაოა, რაც არ გულისხმობს მხოლოდ სწორ მშენებლობას, მშენებლობის, ან თუნდაც მენეჯმენტის ცოდნას. დღევანდელობა მოითხოვს, რომ ყველა პროექტზე გქონდეს სწორი ხედვა, დაინახო ფართო სურათი, გაითვალისწინო კონტექსტი, არ დაუკარგო ხიდს ისტორიული როლი, შესძინო დამატებითი ფუნქციონალი და ეს ყველაფერი ადამიანებს ისე დაუკავშირო, რომ მათი ყოველდღიური ცხოვრების წესი უფრო კომფორტული და სასიამოვნო გახდეს“.