მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხილ-ბოსტნეულის ექსპორტით ქვეყანას სამიზნე ბაზრებზე კარგი პოზიციების დამკვიდრება შეუძლია - ასოციაცია

6459fbf91be62
თინათინ ნატმელაძე
09.05.23 12:55
500
"საქართველოში ხილ-ბოსტნეულის წარმოების საკმაოდ მაღალი პოტენციალი არსებობს, უბრალოდ ამას სწორი მიმართულების არჩევა, ახალი ტექნოლოგიების დანერგვა და შესაბამისი სტანდარტების დაცვა სჭირდება", - ამის შესახებ ხილ-ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის პრეზიდენტმა ვახტანგ ბეჟიტაშვილმა BM.GE-ის განუცხადა.

მისივე ცნობით, ქართულ პროდუქციაზე მოთხოვნა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზრებზეც მზარდია, თუმცა განვითარებაზე ფეხის აყოლა, აუცილებელია.

"არის იმის საშუალება, რომ ჩვენმა ქვეყანამ ადგილზე იმ რაოდენობის პროდუქცია აწარმოოს, რომ შიდა ბაზართან ერთად, რომელიც ტურიზმის ზრდასთან ერთად იზრდება, საექსპორტო ბაზრების მოთხოვნაც დაკმაყოფილდეს. შარშან, მაგალითად, საკმაოდ დიდი რაოდენობა კარტოფილი გავიდა, ასეთი მიმართულებები ჩვენ მწვანილზეც გვაქვს და შემდგომში ამას ხილი მოჰყვება, როგორც კი მოსავლის მიღება მორჩება, ჩვენ გვეცოდინება რა რაოდენობები და რა მიმართულებით შეიძლება გავიდეს - ეს ძირითადად იქნება ისევ რუსეთის მიმართულება, რაღაც ნაწილი შარშან უკრაინის მიმართულებითაც გავიდა და ასევე მცირე რაოდენობით ევროპის ქვეყნების მიმართულებითაც გაგვაქვს. ჩვენი პროდუქცია მაღალი გემოვნური მახასიათებლებითაა გამორჩეული და თავისუფლად შეგვიძლია საკმაოდ კარგი პოზიციები დავიმკვიდროთ სამიზნე ბაზრებზე", - აცხადებს ვახტანგ ბეჟიტაშვილი.

მიუხედავად მოთხოვნისა, ხილ-ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციაში აცხადებენ, რომ ევროპის ბაზარზე შესვლისას მთავარ გამოწვევად კვლავ პროდუქციის სერტიფიცირების საკითხი რჩება.

"აუცილებელია ისეთი სტანდარტების დანერგვა, როგორიცაა GAP და ა.შ. ვმუშაობთ იმ საკითხზე, რომ ადგილობრივმა ფერმერებმა მოთხოვნები მაქსიმალურად დააკმაყოფილონ, თუმცა შესაბამისმა სახელმწიფო სტრუქტურებმა კერძო სექტორთან ერთად უნდა იმუშაონ, რომ მაღალი ხარისხის და შესაბამისი სტანდარტების პროდუქცია მოვიყვანოთ", - ამბობს ვახტანგ ბეჟიტაშვილი.