ქართული კომპანია „ენკენი“ მომხმარებლებს უკვე 2 ჯიშის ვაშლით დამზადებულ ჩიფსს სთავაზობს. ქსელებში მწვანე ვაშლ გრანი სმიტის გაშრობით დამზადებული ჯანსაღი სასუსნავი გამოჩნდა.
„წელიწადზე მეტია რაც ჩიფსები ბაზარზე იყიდება. წარმოება დავიწყეთ წითელი ვაშლით. სულ ახლახანს დავამატეთ მწვანე ვაშლი - გრანი სმიტი. სიახლემ მოთხოვნა საგრძნობლად გაზარდა. ვაშლით ადგილობრივი ფერმერები გვამარაგებენ. ჩატარებული გვაქვს ლაბორატორიული კვლევა და ამის მიხედვით ვიღებთ ნედლეულს“, - აღნიშნავს BM.GE-სთან საუბრისას კომპანიის თანადამფუძნებელი თამარ შეითნიშვილი.
წარმოება 3-მა თადამფუძნებელმა მცირე დანაზოგითა და სახლის პირობებში არსებული რესურსის გამოყენებით დაიწყეს, რის შედეგადაც მათ საშრობი დანადგარი ააწყვეს. შემდეგ, ისინი პროექტ Smart-up Georgia-ს ფარგლებში 5 000 ლარის ოდენობის თანხით დაფინანსდნენ, რისი საშუალებითაც უფრო დიდი მოცულობის საშრობი დანადგარის აწყობა, უკვე StartUp Georgia-ს 100 000 ლარიანი დაფინანსების შედეგად კი - გორის რაიონის სოფელ დიცში საწარმოს აშენება გახდა შესაძლებელი.
როგორც კომპანიის თანადამფუძნებელი აღნიშნავს, „ენკენი“ იყიდება ისეთ ქსელებში, როგორებიცაა: აგროჰაბი, გუდვილი, ევროპროდუქტი, ნიკორას მსხვილი ფილიალები, კავეას კინოთეატრი, ფიტნესდარბაზი ოქტოპუსი, ჯორჯიტა, აგრო მენი, ვაკის ბაზარი. „ენკენის“ დამფუძნებელი დასძენს, რომ მიუხედავად სურვილისა, პროდუქციის შეტანისთვის მაღალი მარჟის გამო, კარფურთან თანამშრომლობა ვერ შედგა.
ჩიფსის სარეალიზაციო ფასი დაახლოებით, 3.00-3.50 ლარს შეადგენს, თუმცა, როგორც თამარ შეითნიშვილი აღნიშნავს, ხშირია ფასდაკლებები - წინასაახალწლო პერიოდთან დაკავშირებით, დეკემბრის თვეში აქცია მოქმედებს და ჩიფსის შეძენა 2.70 – 2.80 ლარის ფარგლებშია შესაძლებელი.
კომპანიის თანადამფუძნებელმა BM.GE-სთან მომავლის გეგმებზე და ძირითად გამოწვევებზეც ისაუბრა.
„სიახლეებს ვგეგმავთ, გვინდა ახალი სახეობები დავამატოთ, თუმცა ამას დიდი ფინანსური რესურსი სჭირდება. გეგმაში გვაქვს სხვა ხილის და ბოსტნეულის ჩიფსების დამატება. დატესტილი გვაქვს და ვიცით, რისი დამატება გვსურს. ექსპორტისთვის მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ. ნიმუშები გაგზავნილი გვაქვს რამდენიმე ქვეყანაში, კონკრეტულად: ამერიკაში, ლიტვაში, ესტონეთში, ასევე, ნიმუში გავატანეთ ებრაულ კომპანიას, თუმცა, როგორც წესი, ისინი სახეობრივ მრავალფეროვნებას ითხოვენ, რაც ფინანსური პრობლემების გამო რთულდება“, - აღნიშნავს თამარ შეითნიშვილი.
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი
გიორგი გახარია 200-ლარიანი კომპენსაციის მიღების მსურველ ოჯახებს მიმართავს
რა არ მიეკუთვნება ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს – ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
კახეთში ახალი სასტუმრო “ამპელო” გაიხსნა
კომპანია Sinohydro-მ საქართველოში კიდევ ერთი გზის მშენებლობა დაასრულა
„ფილიპ მორის საქართველო“: IQOS-ი საქართველოს ბაზარზე ოფიციალურად შემოდის