16.აპრილი .2021 22:10

„ხილისა და მისი გადამუშავებით მიღებული პროდუქციის ექსპორტი 2020 წელს, $200 მლნ-ს გაუტოლდა”

„ხილისა და მისი გადამუშავებით მიღებული პროდუქციის ექსპორტი 2020 წელს, $200 მლნ-ს გაუტოლდა”
views 267
უკან

გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილის განცხადებით, საქართველო არის მეხილეობის ტრადიციული ქვეყანა, რომელსაც გააჩნია ძალიან დიდი პოტენციალი. მისივე თქმით, ახლა მთავრობის მიზანია, საქართველოში რაც შეიძლება მეტი კონკურენტუნარიანი პროდუქციის წარმოებას შეეწყოს ხელი.

„საქართველოს გააჩნია გლობალური პოზიციების დაკავების დიდი შანსი და რამდენიმე წელიწადში ამ პოზიციებს დავიკავებთ. ტენდენციები უკვე სახეზეა. მზარდია ხილისა და ხილის გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქციის ექსპორტი, რომელიც, 2020 წელს, თითქმის 200 მლნ დოლარს გაუტოლდა;

ამ მიმართულებით დადებითია სავაჭრო ბალანსი, რაც იმას ნიშნავს, რომ პროდუქცია ექსპორტირებული უფრო მეტია, ვიდრე იმპორტირებული. ეს დადებითი ტენდენცია, რომელიც ბოლო 3 წლის განმავლობაში გვაქვს სოფლის მეურნეობაში, გაგრძელდება. 2020 წელი იყო ძალიან წარმატებული; 2021-ში ჩვენ მნიშვნელოვანი გაუმჯობესება უნდა გვქონდეს გაზრდილი ექსპორტის ხარჯზე“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

დღეს საქსტატმა 2020 წლის წინასწარი მონაცემები გამოაქვეყნა, რომელიც სოფლის მეურნეობის დარგში დადებით ტენდენციებს ასახავს.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა