მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხინკალი, ღომი, შქმერული - CNN ქართულ კერძებზე წერს

5e31cd7ef0efb
BM.GE
30.01.20 00:00
3020
ქართული კერძები და ღვინო, რომელიც დიდი ხანია დაფასებულია თავისი ინდივიდუალურობით, ეგზოტიკურობითა და წარმტაცობით, ახლა სამართლიან ადგილს პოულობს მსოფლიოს მასშტაბით სუფრებზე, - ამის შესახებ CNN-ზე გამოქვეყნებულ სტატიაშია აღნიშნული, რომელიც ქართულ კულინარიას ეძღვნება.

ავტორი წერს, რომ თბილისში კულინარიული რევოლუციაა, შეფმზარეულები ქართული კერძების კონცეფციას ანახლებენ.

„არასოდეს ყოფილა ამაზე შესანიშნავი დრო საქართველოში ვახშმობისთვის“, - წერს ავტორი, რომელსაც რამდენიმე გამორჩეული ქართული კერძი აქვს ჩამოთვლილი. მათ შორის:

ხინკალი, რომელზეც ავტორი ამბობს, რომ იგი საფუძველს კავკასიაში იღებს. ხაჭაპურსა და აჭარულ ხაჭაპურზე ავტორი ურჩევს მკითხველს „დაგუგლონ“ ის და ნახონ, რომლის მსგავსი მსოფლიოში არაფერია.

სტატიაში მწვადზეცაა საუბარი და შქერულზეც, რომლის სამშობლოც მთიანი რაჭაა. „რაჭას ზოგჯერ ეძახიან ღვინისა და ღორის სამშობლოს, ვინაიდან იგი ცნობილია შებოლილი ღორის ხორცითა და ნახევრადტკბილი ხვანჭკარათი. ასევე იგი ნივრიანი ქათმის კერძის - შქმერულის დაბადების ადგილია“, - წერს ავტორი.

CNN-ზე გამოქვეყნებული სტატიის ავტორს ასევე არ გამორჩენია ხარჩო და ღომიც, და ბოლოს, ჩაქაფული.

ავტორი თითოეული კერძის მომზადების წესსაც აღწერს და მიუთითებს რამდენიმე რესტორანზე, სადაც მათი დაგემოვნებაა შესაძლებელი.