მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხიზანიშვილის და ვეკუას ქუჩების რეაბილიტაცია დაახლოებით ორთვენახევარში დასრულდება

5e16143808863
BM.GE
08.01.20 23:00
962
ხიზანიშვილის და ვეკუას ქუჩების რეაბილიტაცია დაახლოებით ორთვენახევარში დასრულდება. ამის შესახებ BMG-ის გადაცემა „საქმის კურსში“ თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა.

„უკვე 2-3 დღეა განვაახლეთ სამუშაოები, როგორც იცით უკვე ქვედა ფენებში გადაადგილება შეუზღუდავად არის შესაძლებელი. ქვედა ფენებში ასფალტები დამთავრებულია, ახლა იმ ეტაპზე ვართ, როდესაც უკვე სხვადასხვა კომპანიის მიერ უნდა მოხდეს საჰაერო ქსელის და კომუნიკაციების მიწისქვეშ განთავსება. შემდგომ მოხდება უკვე ტროტუარების მთლიანად დასრულება, ველობილიკების დამთავრება და ჩვენ ვფიქრობთ, რომ დაახლოებით ორთვენახევარში მოხდება მისი დასრულება“, - აღნიშნა ირაკლი ბენდელიანმა.