მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხმების მოსყიდვა, ამომრჩეველთა დაშინება - როგორ აფასებს სახ.დეპი საქართველოს არჩევნებს

5fb5156f19dcb
თელარა გელანტია
18.11.20 16:35
897
"საქართველო მთელი გასული 30 წლის განმავლობაში ნაკლოვანებების მქონე არჩევნებს ატარებდა და ჩვენ ვიხილეთ დარღვევები ამ არჩევნებზეც. ხმების მოსყიდვა, ამომრჩეველთა დაშინება, ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება, საჯარო მოხელეთა მიყვანა ხმის მისაყვანად”, - ამის შესახებ საუბარია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური პირების მიერ მედიისთვის გამართული ბრიფინგის ტრანსკრიპტში, რომელიც საქართველოში მაიკ პომპეოს ვიზიტის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდა.

"დაახლოებით, 20 წელია, რაც საქართველო დემოკრატიის განვითარებაზე მუშაობს და ამ პერიოდის განმავლობაში აშშ მას მხარს უჭერს, რათა ქვეყანამ დამოუკიდებელი ინსტიტუტები შექმნას. ჩემი აზრით, ჩვენ ეს ინსტიტუტები ამ არჩევნებზე ვიხილეთ. საქართველო მთელი გასული 30 წლის განმავლობაში ნაკლოვანებების მქონე არჩევნებს ატარებდა და ჩვენ ვიხილეთ დარღვევები ამ არჩევნებზეც. ხმების მოსყიდვა, ამომრჩეველთა დაშინება, ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება, საჯარო მოხელეთა მიყვანა ხმის მისაყვანად.

რაც იყო განსხვავებული ამ წელს, იყო კორონავირუსი. ამჯერად არ ყოფილა ჩვეული დიდი მცირე ვადიანი სადამკვირვებლო ჯგუფები. იყო გრძელვადიანი სადამკვირვებლო ჯგუფი და გარკვეული რაოდენობით მცირე ვადიანი დამკვირვებლები ეუთოდან, მაგრამ ბევრი - არა. და ასევე, რა თქმა უნდა, აშშ-ის და სხვა საელჩოების მისიებმა გაგზავნეს არაოფიციალური, არაფორმალური ჯგუფები.

ბევრმა, ისევე როგორც ეუთომ, შეაფასა, რომ არჩევნები კონკურენტული იყო, უკეთესიც კი, რაღაც კუთხით - ნაკლები სიძულვილის ენა, ნაკლები ზოგიერთი ფორმის უფრო აგრესიული ტაქტიკა, რაც წინა არჩევნებზე გვხვდებოდა, პატივს სცემდნენ ფუნდამენტურ უფლებებს, გამოხატვის თავისუფლებას, მაგრამ მათ ასევე დააფიქსირეს დარღვევები, როგორიცაა ხმების მოსყიდვა და ამომრჩევლებზე ზეწოლა, რაც საქართველოს არჩევნებს თან სდევს 30 წელია. ეს ჩვენმა გუნდმაც ნახა. საელჩოს განცხადებაში ეს ჩანს," - ნათქვამია დოკუმენტში.

ბრიფინგის ტრანსკრიპტის თანახმად, სახელმწიფო დეპარტამენტი ქართულ ოპოზიციურ სპექტრს არსებული დაძაბული პოლიტიკური ვითარების საპარლამენტო ტრიბუნებისკენ გადაყვანისკენ მოუწოდებს.