მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხოფას ბაზრობის მოიჯარეები საიჯარო ვალდებულებებისგან გათავისუფლდებიან

5f23d9663ad59
BM.GE
31.07.20 12:40
784
დღეს აჭარის მთავრობის სხდომაზე წარადგინეს ბიუჯეტის ორი კვარტლის ანგარიში, სადაც გაჟღერდა გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც ბათუმის ბიუჯეტი კაპიტალური ტრანფერის ფარგლებში 10 მილიონი ლარით შეივსება.

მთავრობის მხრიდან ბიზნესის, მოქალაქეების, მეწარმეების ხელშეწყობის ფარგლებში განიხილეს ე.წ ხოფას ბაზრობის მოიჯარეების საიჯარო გადასახადისგან გათავისუფლების საკითხი. პანდემიის საწყის პერიოდში მოიჯარეები, პირველ ეტაპზე, საიჯარო გადასახადისგან 3 თვით გათავისუფლდნენ. აჭარის მთავრობის მიერ მიღებული ახალი გადაწყვეტილებით, მოიჯარეები დამატებით 5 თვით ძირითადი საიჯარო ვალდებულებისგან გათავისუფლდებიან.

სოფლად მეწარმეობის განვითარების ხელშეწყობის მიზნით სოფლის მეურნეობის სამინისტრომ კომისიური წესით დაასრულა შესწავლა და შეირჩა 18 ფერმერი, რომელთაც 1 მლნ ლარის მოცულობის პროექტები დაუფინანსდებათ. პროგრამა ითვალისწინებდა, როგორც არსებული ბიზნესის გაფართოება - მოდერნიზებას, ასევე ახალი ბიზნესის („start-up“) დასაწყებად ბენეფიციარებისთვის ფინანსური დახმარების გაწევას.