მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხომალდების დამატებით ხაზს ვუსვამთ სურვილს, უფრო მეტად გავაძლიეროთ ქუთაისის ბაზა - Wizz air

644a3b095e9fe
მარიამ ვარადაშვილი
27.04.23 13:22
495
Wizz air-ის უფროსი საავიაციო ოფიცერი ეველინ ჯეკელი აცხადებს, რომ ავიაკომპანია საქართველოს ბაზარზე სტაბილურ განვითარებას განაგრძობს, რასაც ახალი ბაზის დამატება მიუთითებს. კერძოდ, მეოთხე ბაზირებული AIRBUS 321neo ხომალდით, პირდაპირი რეგულარული რეისები, კვირაში ორი სიხშირით ქუთაისსა და კოპენჰაგენს შორის შესრულდება. ავიახომალდის დამატება ქუთაისის აეროპორტში რეისების რაოდენობას 28-მდე გაზრდის.

“მოხარულები ვართ, რომ ავიაკომპანია Wizz Air განაგრძობს სტაბილურ განვითარებას საქართველოში, ერთი წლის განმავლობაში ორი ბაზირებული ავიახომალდის დამატებით, ვფიქრობთ, ხაზს ვუსვამთ ჩვენს სურვილს, კიდევ უფრო მეტად გავაძლიეროთ ქუთაისის ბაზა და შევთავაზოთ ქართველ მომხმარებლებს ქვეყნების გაზრდილი რაოდენობა, სადაც მოგზაურობას შეძლებენ. არსებულ რეისებზე სიხშირეების გაზრდა საშუალებას მოგვცემს მივიღოთ მეტი ტურისტი საქართველოში უკვე 17 ქვეყნიდან.

ახალი ბაზირებული ხომალდის დამატება კარგი თანამშრომლობის მტკიცებულებაა, ერთი მხრივ, საქართველოს მთავრობას, Wizz air-სა და აეროპორტების გაერთიანებას შორის. სულ რაღაც ექვსი თვის წინ მესამე ბაზირებული ხომალდის შესახებ განვაცხადე, ახლა კი მეოთხე ბაზას ვამატებთ”, - აცხადებს ეველინ ჯეკელი.

2023 წლის პირველი ივნისიდან ავიაკომპანია Wizz Air ქუთაისიდან მესამე ბაზირებული ხომალდით დაიწყებს ოპერირებას მადრიდის, ბრიუსელის, ფრანკფურტის, ჰამბურგისა და პოზნანის მიმართულებით. 2023 წლის ბოლომდე კი აეროპორტიდან ევროპული მიმართულებების რაოდენობა 30-მდე გაიზრდება.

Wizz Air წელს ქუთაისიდან 6 ახალ მიმართულებას ამატებს