07.მარტი.2016 17:50
ბიზნესი

ხონის სკოლის მოსწავლეების მიერ შექმნილი ჯავშანჟილეტი შესაძლოა "დელტამ" აწარმოოს

ხონის სკოლის მოსწავლეების მიერ შექმნილი ჯავშანჟილეტი შესაძლოა "დელტამ" აწარმოოს
ხონის მეორე საჯარო სკოლის "საგამომგენებლო კლუბის" წევრების მიერ შექმნილი ჯავშანჟილეტით "დელტა" დაინტერესდა. სკოლის მოსწავლეებმა ჯავშანჟილეტი ინოვაციური კონკურსის ფარგლებში შექმნეს. "დელტამ" კონკურსის მონაწილეები უკვე მიიღო და უახლოეს პერიოდში, შესაძლოა ჯავშანჟილეტის წარმოებაც დაიწყოს. სკოლის "გამომგონებელთა კლუბის" ხელძღვანელი, მიხეილ კოტიშაძე "საქმიან დილასთან" საუბრისას აცხადებს, რომ "დელტა" ახალაგაზრდა გამომგონებლების ჯავშანჟილეტის საცდელ ეგზემპლარს დაამზადებს.
 
"გამოცდილმა კონსტრუქტორებმა ეს იდეა შეამოწმეს და აღნიშნეს, რომ საჭიროა მისი დამზადება და პრქტიკული გამოცდა.

არსებული ჯავშანჟილეტების ნაკლი ის გახლავთ, რომ გარკვეული ტიპის ტყვიას ისინი არ ატარებენ, მაგრამ მათ საკმაოდ დიდი ე.წ. შეღუნვის ისარი აქვთ, ანუ ზოგიერთი ჯავშანჟილეტი 2-დან 8 სანტიმეტრამდე იღუნება, დეფორმაციას განიცდის და ადამიანს მაინც აზიანებს. ახალი ჯავშანჟილეტის კონსტრუქცია საშუალებას გვაძლევს, რომ ტყვიას თითქმის აართვას კინეტიკური ენერგია, შეღუნვის ისარი ფაქტიურად ნულამდეა დაყვანილი. აქ მასალა ჩვეულებრივია, რითიც სხვა ჯავშანჟილეტები მზადდება. მთავარი მისი კონსტრუქციაა.

ჩვენ შემოვიტანეთ ე.წ. პატარა კუბები, რომელიც ტყვიაგაუმტარი მასალისგან არის დამზადებული, კუბი გაბერილია და მასში წნევით არის ჰაერი. ამ კუბების დიდი რაოდენობა ჯავშანჟილეტზეა დატანილი. ამ კუბებში რომელშიც ჰაერია ჩაწნეხილი და სწორედ ეს ჰაერის კუბები ტყვიის დარტყმას არბილებს. კუბები ერთმანეთს ე.წ. ფხრიწებითაა მიწებებული და კუბის შეკუმშვის შემთხვევაში, ოთხივე მხრიდან ეს ფხრიწი უნდა ჩამოიხიეს. ტყვია დეფორმაციას რომ მისცემს ის ჩამოიხევა და კინეტიკურ ენერგიას ისიც წაართმევს.

ჩვენ იარაღს არ ვაწარმოებთ, ჩვენ დაცვის საშუალებებს ვაწარმოებთ. ჩემს მიერ დასმული საკითხის შემდეგ მოსწავლეები სხვადასხვა მეთოდებით ცდილობენ ახალი ტიპის ასეთი საშუალებები შექმნან. ჩემს ბავშვებს ასეთი ჟილეტების მთელი გამა აქვთ შექმნილი", - აღნიშნავს მიხეილ კოტიშაძე.

19.აპრილი.2019 20:00
251

"ნატახტარი": ბოლო წლებში ლუდის ბაზარი აღარ იზრდება

ვრცლად
12.აპრილი.2019 19:45
373

პოლიეთილენის მწარმოებელი დანადგარისთვის აღებული სესხი – პარკი აიკრძალა, სესხი დარჩა

ვრცლად
03.აპრილი.2019 09:00
1018

"კუმისის" დამფუძნებელმა მთავრობის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელი მოამზადა

ვრცლად
02.აპრილი.2019 22:05
412

"კუმისის" დამფუძნებელი: ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებს ბავშვობაში კვერცხის ჭამას აძალებდნენ

ვრცლად
02.აპრილი.2019 21:20
1121

პარიზში ქართველი ქალი მეღვინეების ღვინოების დეგუსტაცია გაიმართა

ვრცლად
30.მარტი.2019 17:50
273

ბეჟან წაქაძე: ყველა სამშენებლო პროექტს ფინანსური უზრუნველყოფის ცნობა უნდა ჰქონდეს

ვრცლად