მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხორბალი გაძვირდა - უნდა ველოდოთ თუ არა პურზე ფასის ზრდას?

5f6b2fa683001
ინგა მურუსიძე
23.09.20 16:10
1390
ბოლო პერიოდში საერთაშორისო ბაზარზე ერთი ტონა ხორბალი 10-15 დოლარით გაძვირდა. ლარის გაუფასურების გავლენით კი საქართველოსთვის ერთ-ერთ მთავარ საექსპორტო პროდუქტზე ფასი დაახლოებით 60-70 ლარით გაიზარდა. 

გაძვირებული იმპორტირებული ნედლეულის მიუხედავად პურ-პროდუქტების ასოციაციის ხელმძღვანელი, მალხაზ დოლიძე ირწმუნება, რომ ჯერჯერობით პური არ გაძვირდება.

„პურ-პროდუქტების დამზადებისთვის ძირითადი ნედლეული არის პურის ფქვილი, რისი ღირებულებაც ჯერჯერობით ჩვენთან არ შეცვლილა. მე რამდენადაც ვიცი, საქართველომ ბოლოს 212 დოლარად იყიდა ხორბალი. გარკვეული მარაგი არსებობს, თუმცა ვრცელდება ინფორმაცია, რომ მაგალითად რუსეთმა ახლახანს არაბთა გაერთიანებულ რესპუბლიკას 240 დოლარად მისცა ერთი ტონა ხორბალი, რაც ნიშნავს, რომ ხორბლის ფასმა მოიმატა. მიუხედავად ყველაფრისა, ჯერჯერობით პურის ფასს გაძვირება არ ემუქრება“, - განაცხადა დოლიძემ "საქმის კურსში" სტუმრობისას.

მისი თქმით, პურის ფასი ალბათ სტაბილური იქნება ერთი-ორი თვის განმავლობაში, ხოლო შემდეგ მწარმოებლები საფასო პოლიტიკას სიტუაციიდან გამომდინარე გადახედავენ.