მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხორბლის ექსპორტის მიზნით, უკრაინის საზღვარზე დროებით ელევატორებს ავაშენებთ - ბაიდენი

62a99b462787b
მარიამ ვარადაშვილი
15.06.22 12:47
978
აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით, უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, უკრაინის საზღვარზე დროებითი ელევატორები აშენდება.

ომის დაწყების შემდეგ რუსეთმა უკრაინის შავი ზღვის პორტების ბლოკირება მოახდინა, რის გამოც ქვეყნიდან მილიონობით ტონა მარცვლეულის ექსპორტი შეფერხებულია. ამ მიზეზით სხვადასხვა ორგანიზაცია მსოფლიოში საკვების შესაძლო კრიზისზე საუბრობს.

“ევროპელ პარტნიორებთან აქტიურად ვმუშაობ, რათა უკრაინაში ბლოკირებული 20 მლნ ტონა მარცვლეული ბაზარზე მოხვდეს და საკვებზე გაზრდილმა ფასებმა დაიწიოს. ვაპირებთ ავაშენოთ დროებითი სილოსები/ელევატორები უკრაინის საზღვართან, ასევე პოლონეთში”, - განაცხადა ბაიდენმა.

Reuters-ის ინფორმაციით, უკრაინაში ელევატორებში 20 მლნ ტონა მარცვლეულზე მეტია გაჩერებული, რის გამოც უკრაინული მხარე ახალი მოსავლის შესანახად სილოსების ნაკლებობაზეც საუბრობს. რუსეთი და უკრაინა ერთად მსოფლიოში მოყვანილი ხორბლის თითქმის მესამედს აწარმოებენ.