მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„ხორბლის ფასის დრამატული ცვლილება მოსალოდნელი არ არის“ - ლევან სილაგავა

5f50e274250c6
ვიქტორია მღებრიშვილი
03.09.20 16:30
7762
რუსეთში ხორბლის ფასი გაიზარდა - ამის შესახებ რუსული გამოცემები რუსეთის ფედერაციის რეგიონული სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებაზე დაყრდნობით იუწყებიან. ამასთან ერთად მიმდინარე წლის 7 თვის განმავლობაში საქართველოს დამოკიდებულება რუსეთის ხორბალზე 100%-მდე გაიზარდა.

BM.GE დაინტერესდა, იქონიებს თუ არა გავლენას ხორბლისა და ფქვილის ფასზე რუსულ ხორბალზე ფასების ზრდა. ხორბლის ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ლევან სილაგავას განცხადებით, რუსეთის ბაზარზე ხორბლის ფასის ზრდას ფქილის ღირებუელებაზე მნიშვნელოვანი გავლენის მოხდება არ შეუძლია.

„გიდასტურებთ, რომ რუსეთში ხორბალის ფასი ნადვილად გაიზარდა. ჩვენ ფასს ვითვლით ფოთის პორტის პირობებში. თუ 1 თვის წინ 1 ტონა ხორბლის ფასი 207-208 დოლარი იყო, დღეს არის 215 დოლარი, შესაბამისად ზრდა არის დაახლოებით 5, 7, 8 დოლარის ფარგლებში, თუმცა ფაქტიურად ხორბლის მოსავლის აღების დასაწყისში, ანუ ივნის-ივლისში 1 ტონა ხორბლის ფასი 215 დოლარი იყო, შემდეგ ეს ფასი წამოვიდა ქვემოთ და 207 დოლარამდე დაიწია. ახლა უბრალოდ ისევ ავიდა ზევით. ფაქტობრივად დაუბრუნდა იმ ნიშნულს, რომელიც იყო პირველი ივლისისთვის.

ჩვენ დაახლოებით 1.5 – 2 თვის მარაგები გვაქვს, რომელიც 207-208 დოლარში გვაქვს აღებული. იმ შემთხვევაში თუ ჩვენს მთავარ ხორბლის საიმპორტო ბაზარზე კვლავ მოხდა ხორბლის ფასის ზრდა, ფაქტიურად ეს მყისიერად კი არ დაეტყობა ამას, არამედ გაძვირებული ხორბალი, რომელიც შემოვა საშუალო შეწონილ ფასად შეერევა იმ ხორბალს, რომელიც იყო მანადმე უფრო იაფი, შესაბამისად მდორედ შეიძლება ამის გადატანა.

ხორბლის ფასის დრამატული ცვლილება მათ შორის რუსულ ხორბალზე, წესით არ უნდა იყოს ისეთი, რომ დრამატულად აისახოს ფქვილის ფასზე“, - განმარტავს ლევან სილაგავა.

მისივე ინფორმაციით, 1 ტომარა ფქვილის გასაყიდი ფასი წიქვილკომბინატებიდან დაახლოებით 50-51 ლარია, რაც ხორბლის მოსავლის აღების დასაწყისში არსებული ფასის ანალოგიურია.

„დღესაც სტაბილური მდგომარეობაა და ამ წუთისთვის დიდ რყვებს არ ველოდებით. გასაგებია, რომ ხორბლის ფასების ცვლილება მოხდა მსოფლიო ბაზარზე. სამწუხაროდ, ჩვენ როგორც მთელი მსოფლიო მიბმული ვართ რუსეთის ბაზარზე. შესაბამისად ამ სიტუაციაში ვართ“, - ამბობს ლევან სილაგავა და აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანია დივერსიფიცირების საკითხის წამოწევა.

„დივერსიფიცირების თემა არის სწორი და მუდმივად დგას, თუმცა დივერსიფიცირების თემა არის ის, რომ სახელმწიფომ უნდა შეუწყოს ხელი თავისი ინსტრუმენტებით, რომ სხვადასხვა ქვეყნიდან შესაძლებელი იყოს ხორბლის შემოტანა. გასულ წელს ჩვენ ეკონომიკის სამინისტროდან ყაზახეთთთან გვქონდა მოლაპარაკება და მათ გააკეთა ის, რომ 50%-ით დაასუბსიდირებს ხორბლის ტრანსპორტირება, თუმცა ეს ხორბალი ვერ შედის რუსულ ხორბალთან კონკურენციაში ფასის გამო. თუმცა გასულ წელს 80 000 ტონა ხორბალი შემოვიტანეთ და წელსაც მათთან ხორბლის აღება სექტემბრიდან დაიწყება, ველოდებით სასტარტო ფასს. თუ ფასი იქნება ისეთი, რომ კონკურენციაში შევიდეს რუსულ ხორბალთან, მაშინ წელსაც ვიყიდით ყაზახურ ხორბალს. გარდა ამისა აშშ-ს სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში გასულ წელს მოხდა 30 000 ტონა ხორბლის შემოტანა აშშ-დან, რაც წელსაც არის განსაზღვრული 30 000 – 50 000 ტონა ხორბლის შემოტანა, გვაქვს ასევე ქართული ხორბალი, რომელიც ძალიან ცოტაზ“, - განაცხადა ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა.