მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხორბლის ფასმა მაქსიმუმს მიაღწია

62277571b61bc
შოთა ტყეშელაშვილი
08.03.22 19:55
1299
აშშ-ის ბირჟაზე ხორბლის ღირებულებამ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია. ჩიკაგოს ბირჟაზე ბუშელი ხორბლის (27.2 კგ) საფასური 13.63 დოლარი გახდა, რაც მხოლოდ მიმდინარე წლის განმავლობაში ფასის 77%-იანი ზრდაა.

რუსეთის მიერ უკრაინაში ომის დაწყებას სასურსათო ნედლეულის ფასების შოკი მოჰყვა. რუსეთი მსოფლიოში ხორბლის უმსხვილესი ექსპორტიორია, მას აშშ და კანადა მოჰყვებიან, უკრაინა კი ხორბლის უმსხვილესი ექსპორტიორია. საომარი მოქმედებების გათვალისწინებით, არსებობს რისკი, რომ უკრაინაში წელს მოსავალი მკვეთრად შემცირდება. პარალელურად, უკრაინამ მნიშვნელოვანი სასურსათო პროდუქტების დეფიციტის თავიდან არიდების მიზნით, ექსპორტის შეჩერების გადაწყვეტილებაც მიიღო.

ანალოგიურად, იზრდება ფასები სიმინდზე, რომელიც 2012 წლის ღირებულების რეკორდს უახლოვდება.

საქართველომ 2021 წელს $93.5 მილიონი დოლარის ღირებულების 367,000 ტონა ხორბალი შეიძინა. აქედან $87.4 მილიონი დოლარის (338,000 ტონა) ხორბალი რუსული იყო, $4.6 მილიონის ხორბალი კი - ამერიკული იყო (24.4 ათასი ტონა).

ფასის რეკორდული ზრდის გათვალისწინებით, მოსალოდნელია ხორბლის და პურ-პროდუქტების ფასის ზრდა ადგილობრივ ბაზარზეც.