კომპანია „აგროქიზიყის“ ერთ-ერთი დამფუძნებლის, ფერმერ ბექა გონაშვილის განცხადებით, პანდემიამ ხორცის რეალიზაციაზე გავლენა რამდენიმე მიმართულებით იქონია.
როგორც ფერმერი BM.GE-ისთან საუბრისას განმარტავს, პანდემიის პერიოდში სარესტორნე ბიზნესის გაჩერებამ და ქელეხ-ქორწილების აკრძალვამ, ხორცის რეალიზაცია შეამცირა.
„ყველაზე მეტი დარტყმა ხორცის ბიზნესს რეგიონებში ე.წ. რიტუალების სახლების გაუქმებულმა ღონისძიებებმა მიაყენა, ვინაიდან აღარ ტარდება ქელეხები და ქორწილები და მათი მხრიდან ხორცზე მოთხოვნა, ფაქტობრივად, აღარ არის. ამ მხრივ გავლენა დიდია. რაც შეეხება რესტორნებს, რომლებმაც გაჩერებიდან უმოკლეს პერიოდში შეძლეს მომხმარებლისთვის შინ მიტანის ("დელივერი") სერვისის შეთავაზება, მათი მოთხოვნა ხორცზე შემცირებულია, თუმცა ადრე არსებული მოთხოვნის 50%-ის ფარგელებში ნარჩუნდება.
ჩვენს შემთხვევაში, რესტორნებზე ხორცის რეალიზაციას 10-15%-იანი წილი უკავია, რომლის შემცირება ნაწილობრივ გადაფარა ადგილზე მიწოდების სერვისის ამოქმედებამ, დღეს ეს მაჩვენებელი 7%-მდეა შენარჩუნებული. ამან, რა თქმა უნდა, შემოსავალი შეგვიმცირა, თუმცა ზარალი არ გვქონია“, - განაცხადა ბექა გონაშვილმა.
ფერმერი ბაზარზე არსებულ რელობასაც აღწერს და ამბობს, რომ პანდემიის შემდეგ სხვადასხვა ხორც-პროდუქტზე ფასები შეიცვალა.
„შემიძლია გითხრათ, რომ პანდემიის დაწყების შემდეგ საქონლის ხორცის ფასმა დაიკლო, რადგან ბაზარზე საქონელი ჭარბად არის, ხოლო მოთხოვნა შემცირდა. შესაბამისად, მოგებამ იკლო. თუ პირობითად სულზე უნდა დაგვრჩენოდა 500 ლარის მოგება, ახლა, დაახლოებით, გვრჩება 350 ლარი. ერთ კილოგრამი ხორცი კი, დაახლოებით, 1 ლარით გაიაფდა, იმასთან შედარებით რაც პანდემიამდე იყო.
ღორის ხორცის ფასი არ შეცვლილა, ხოლო ხოლო ქათმის ხორცი გაძვირდა, რადგან პანდემიის დაწყებისას ბევრმა ფერმერმა გარკვეული რისკები დაინახა, შოკურ მდგომარებაში აღმოჩნდა და არ ხდებოდა ახალი პარტიების გამოჩეკვა, რამაც ბაზარზე ბროილერის ჯიშის ქათამის რაოდენობა შეამცირა, თუმცა ცოტა მოგვიანებით, ამ შოკმა გადაიარა და მოლოდინი გვაქვს, რომ 2-3 კვირაში ქათმის ფასი კვლავ დაიწევს. ამ დროისთვის, ქათმის ცოცხალი წონის ღირებულება პანდემიამდე არსებულ ფასებთან შედარებით 30%-ით მეტია“, - განაცხადა „აგროქიზიყის“ დამფუძნებელმა.
ფერმერი პროგნოზების გაკეთებისგან თავს იკავებს და ამბობს, რომ ყველაფერი არსებული მდგომარეობის განვითარებაზეა დამოკიდებული.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი