საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა მიუნხენის კონფერენციის ფარგლებში შეხვედრა გამართა ხორვატიის საგარეო და ევროპის საქმეთა მინისტრთან გინრად გრლიჩ რადმანთან.
საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრებმა განსაკუთრებით აღნიშნეს საქართველოს და ხორვატიის წარმატებული თანამშრომლობა ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე. განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა ევროკავშირის საბჭოში ხორვატიის მომავალ თავმჯდომარეობაზე. ხორვატიამ დაადასტურა, რომ მისი თავმჯდომარეობის პერიოდში აღმოსავლეთ პარტნიორობა პრიორიტეტი იქნება და მათ შორის, საქართველო, რომელიც გახლავთ ამ ფორმატის წარმატებული მაგალითი.
ხორვატმა კოლეგამ დავით ზალკალიანს გააცნო ის ძირითადი ღონისძიებები, რომელსაც ხორვატია თავმჯდომარეობის პერიოდში ჩაატარებს. გირდან გრილჩ რადმანმა მაღალი შეფასება მისცა საქართველოს ნატოში გაწევრიანების დღის წესრიგს და ქვეყნის წარმატებას ამ გზაზე. ხაზი გაესვა საქართველოს, როგორც ნატოს სანდო და მნიშვნელოვან პარტნიორს რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით.
მინისტრებმა მიმოიხილეს ორმხრივი ურთიერთობის განვითარების სხვადასხვა მიმართულებები, აღნიშნეს სექტორული თანამშრომლობის გაღრმავების მნიშვნელობა.
ხორვატიამ ინტერესი გამოხატა გააღრმავოს ურთიერთობები ეკონომიკის და ვაჭრობის სფეროში, რის საფუძველსაც იძლევა საქართველოს წარმატებული რეფორმები ეკონომიკის მიმართულებით და ქვეყნის საინვესტიციო და სატრანზიტო პოტენციალი. რეგიონში უსაფრთხოების გარემოზე საუბრისას, შეშფოთება გამოითქვა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილი მდგომარეობის გამო, მინისტრმა კოლეგას გააცნო საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკა და ამ მხრივ მიმდინარე საქმიანობა და მადლობა გადაუხადა ხორვატიას სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი