მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხორვატიაში საშობაოდ ქალაქებს შორის მიმოსვლა შეიზღუდება

5fdcbb92e9909
ნათია თაქთაქიშვილი
18.12.20 20:30
767
ხორვატიაში შობისა და ახალი წლის პერიოდში ქალაქებს შორის გადაადგილება იკრძალება, შესაბამისად 23 დეკემბრიდან 8 იანვრამდე მოქალაქეებს საქალაქთაშორისო გადაადგილების უფლება არ ექნებათ. ამის შესახებ ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

გამოცემის მიხედვით, ამჟამად ხორვატიაში ნაწილობრივი კარანტინი მოქმედებს, რომლის ფარგლებში რესტორნები, ბარები და სპორტული დაწესებულებები დახურულია. კერძო სექტორის თანამშრომლებისთვის სახლებიდან მუშაობის რეკომენდაციაა გაცემული.

„ჩვენი ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ისეთია, რომ ზოგიერთი პოზიტიური ნიშნის მიუხედავად, შეზღუდვების შემსუბუქება შესაძლებელი ვარიანტი არ არის“, – განაცხადა ხორვატიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, დავორ ბოჟინოვიჩმა.

ხორვატიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის 3 272 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 190 ათასს აჭარბებს.