28.სექტემბერი .2019 12:00

“ხშირად ვიცინით, ისეთი კანონებია შემოღებული სარესტორნე ბიზნესში"

views 3512
უკან

“ხშირად ვიცინით, ისეთი კანონებია შემოღებული”-ამის შესახებ რესტორან “შავი ლომის” დამფუძნებელმა მერი გუბელაძემ bm.ge-ს განაცხადა.

მისი თქმით, დღეს სარესტორნე ინდუსტრიაში სახელმწიფო ისეთ რეგულაციებს აწესებს, რომლებიც დარგის განვითარებას ხელს უშლის. როგორც გუბელაძე ამბობს, ხშირად კანონები, რომელიც ბრმად არის რომელიმე ქვეყნის კანონმდებლობიდან გადმოტანილი, არ არის მორგებული საქართველოზე, შესაბამისად, არ არის არანაირი შედეგის მომტანი.

“რაც შეეხება რეგულაციებს და გაიდლაინებს, კანონებს, რომლიც მიღებაც ნელ-ნელა დაიწყეს. მივესალმები ადეკვატურ კანონებს, მივესალმები კანონს, რომელიც დაიცავს პირველ რიგში მომხმარებელს, დაგვიცავს ჩვენც იმისგან, რომ რაიმე უბედური შემთხვევა მოხდეს. კონტროლი აუცილებელია, მაგრამ ხშირად ვიცინით, ხოლმე ისეთი კანონები არის შემოღებული. არ შეიძლება ასე ბრმად რაღაც გაიდლაინი, მაგალითად შვეიცარიის კანონმდებლობიდან გადმოიტანო, არ ვიცი, სად კითხულბენ და საიდან გადმოაქვთ ასე ბრმად. თუ წლების წინ მომხიბვლელობა ამ სფეროს ჰქონდა ის, რომ ძალიან მარტივად შეგეძლო ამ სფეროში დაგეწყო ბიზნესი, ახლა ნელ-ნელა რაღაცები რთულდება. გაიძულებენ რაღაც კურსები გაიარონ შენმა თანამშრომლებმა და ამ კურსებზე საკმაოდ დიდი თანხა გადაიხადო, იმისთვის, რომ მოიტანო ფაქტიურად არაფერი. თუ რაიმე მოაქვს ამ კურსებს, რა თქმა უნდა, მე დიდი სიამოვნებით გადავიხდიდი თანხას. სწორედ ამაზე ვიცინოდით, ვიღაცამ ისევ ბიზნესი დაიწყო. ასე თუ გაგრძელდება მემგონი ეს ხელშეწყობა არ არის, პირიქით, ჩვენ სფეროს ძალიან დააზარალებს.” -ამბობს “შავი ლომის” დამფუძნებელი მერი გუბელაძე.