მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხულო-ზარზმის 42 კმ-იანი გზის რეკონსტრუქცია - რა გამოწვევების წინაშე დგას კომპანია „სინოჰიდრო“ ®

5f5b31f3557fc
BM.GE
11.09.20 12:13
755
სულ მალე საქართველოში ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის სამშენებლო სამუშაოები დაიწყება. აღნიშნული გზის ყველაზე დიდი, 42 კმ-იანი მონაკვეთის რეკონსტრუქციას კომპანია POWERCHINA /Sinohydro (ფაუერჩაინა/სინოჰიდრო) განახორციელებს. კომპანია საერთაშორისო ტენდერის ჩატარების შედეგად შეირჩა.

ხულო-ზარზმის გზის რეკონსტრუქცია არ არის პირველი პროექტი, რომელსაც POWERCHINA /Sinohydro (ფაუერჩაინა/სინოჰიდრო) საქართველოში შეასრულებს. სულ ცოტა ხნის წინ, კომპანიამ დაასრულა ხაშურის შემოვლითი გზისა და ჯაპანა-ლანჩხუთის გზის მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოები. „სინოჰიდროში“ აცხადებენ, რომ პანდემიის მიუხედავად, სამუშაოების დათქმულ ვადებში ჩაბარება შეძლეს.

სწორედ მსოფლიოსა და საქართველოში არსებული ეპიდვითარებაა „სინოჰიდროს“ მთავარი გამოწვევა ხულო-ზარზმის 42 კმ-იანი მონაკვეთის რეკონსტრუქციიის პროექტშიც. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო ინფრასტრუქტურულ პროექტებს არ აჩერებს, სპეციალისტებს უამრავი რეგულაციის გათვალისწინება უწევთ, რაც, ზოგადად, სამუშაო პროცესებს აფერხებს.
თუმცა, POWERCHINA /Sinohydro (ფაუერჩაინა/სინოჰიდრო)-ს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამ გამოწვევის დაძლევას შეძლებენ, ყველა რეგულაციას გაითვალისწინებენ და სტრატეგიულად მნიშვნელოვან, ურთულეს პროექტს ღირსეულად გაუმკლავდებიან.

„POWERCHINA /Sinohydro (ფაუერჩაინა/სინოჰიდრო) ტენდერის შედეგად შეირჩა. ეს იყო საერთაშორისო ტენდერი, სადაც მნიშვნელოვანი არ არის მხოლოდ ფასი. გაცილებით დიდი მნიშვნელობა ენიჭება კომპანიის კვალიფიკაციას, გამოცდილებას და, რაც მთავარია, რესურსებს. ანუ, რამდენად შეუძლია კომპანიას ამ მასშტაბის პროექტის დაძლევა. დონორი, ანუ არაბთა ეკონომიკური განვითარების ქუვეითის ფონდი (KFAED) რომ არ ყოფილიყო ჩვენს შესაძლებლობებში დარწმუნებული, არ მოგვცემდა ამ პროექტის განხორციელების უფლებას. ცხადია, მნიშვნელოვანია ვადებიც. ვფიქრობ, ყველა ამ გამოწვევის დაძლევას შევძლებთ,“ - აცხადებს კომპანიის იურიდიული მრჩეველი გიგა კვერენჩხილაძე.

„სინოჰიდროში“ ამბობენ, რომ მათი ერთ-ერთი მთავარი ძლიერი მხარე თანამედროვე ტექნოლოგიებია. გარდა ამისა, პროექტის ხარისხიანად შესრულებაში ეხმარებათ ის ფაქტიც, რომ პანდემიის პირობებში საზღვარგარეთიდან არც მუშახელის და არც ტექნიკური აღჭურვილობის შემოყვანას არ საჭიროებენ, რადგან ბაზები საქართველოში აქვთ განთავსებული.