მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხულო-ზარზმის 5 კმ-მდე მონაკვეთის რეკონსტრუქციაზე 14,6 მლნ იხარჯება

5ee0feb764d47
თელარა გელანტია
11.06.20 10:15
849
შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი (ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის ხულო-ზარზმის მონაკვეთის 5 კმ-მდე მონაკვეთის რეკონსტრუქციაზესახელმწიფო ბიუჯეტიდან 14,581,880 ლარი დაიხარჯება.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ტენდერში გამარჯვებულ კომპანია “მამისონთან“ ხელშეკრულება უკვე გაფორმდა.

„აღნიშნული მონაკვეთი დასახლებულ ტერიტორიაზე გადის და მის რეკონსტრუქციას განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს ადგილობრივი მოსახლეობისთვის“, - აცხადებენ გზების დეპარტამენტში.

ხულო-ზარზმის გზის რეკონსტრუქციის ახალი ტენდერი, 2 ნაწილად გამოცხადდა. 5 კმ-მდე მონაკვეთს სახელმწიფო ბიუჯეტი აფინანსებს, ხოლო 42 კმ-იანიანი მონაკვეთი კვლავ ქუვეითის ფონდის მიერ დაფინანსდება, რომლის ტენდერიც შერჩევა-შეფასების ეტაპზეა.

პროექტის ფარგლებში, ჯამში რეაბილიტირდება 47 კილომეტრიანი გზა და 7 ხიდი, დაიგება 2 ზოლიანი ასფალტ-ბეტონის საფარი.