მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხულოსა და შუახევში თოვლის საფარმა 1 მეტრს მიაღწია - მიმდინარეობს გზების გაწმენდითი სამუშაოები

5e1cab1e32348
BM.GE
13.01.20 21:36
866
მაღალმთიან აჭარაში თოვლის გაწმენდის სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს.

მუნიციპალიტეტებში არსებულ ვითარებას ადგილზე გაეცნო აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე.

„ხულო-ადიგენის მიმართულებით კურორტ გოდერძიმდე, საღამო საათებშიც, მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. ადმინისტრაციულ ცენტრებამდე პრაქტიკულად ყველგან გაწმენდილია გზა და სოფლების მიმართულებით.

მუშაობა გრძელდება და მალე მნიშვნელოვანი შეფერხებების გარეშე შეძლებს გადაადგილებას ადგილობრივი მოსახლეობა და კურორტ გოდერძისკენ მიმავალი ტურისტები.

ასევე, ელექტრო მომარაგების კუთხითაც იყო გარკვეული შეფერხება. თუმცა, კომპანიის მიერ გაწეული სამუშაოების შედეგად აღმოფხვრილია ყველა პრობლემა და ელექტრომომარაგება ძალიან მალე აღდგება“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტში, სადაც თოვლის საფარმა 1 მეტრს მიაღწია, 15 ერთეული ტექნიკა აქტიურად ახორციელებს გზის გაწმენდის სამუშაოებს. ამ დროისთვის 30-მდე სოფლის გზა მოწესრიგდა.

ქედის მუნიციპალიტეტში, სოფელ ხუნკუდაში, უხვი ნალექის შედეგად ჩამოწოლილი მეწყრის გაწმენდითი სამუშაოები მყისიერად განხორციელდა. თოვლის საფარისგან გაიწმინდა გზები.

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის ტექნიკა თოვლის საფარის წმენდას 24-საათიან რეჟიმში ახორციელებს.