მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხუნდაძე-ჩხენკელს: ხომ არ ფიქრობთ, რომ დროა, სკოლაში ბავშვთა კვების საკითხს შევეჭიდოთ?

5fe1a586b8625
ინგა მურუსიძე
22.12.20 11:59
1935
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, "დროა, სკოლებში კვების საკითხზე დაიწყოს ფიქრი". 

უმრავლესობის წევრმა აღნიშნული ინიციატივით განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრობის კანდიდატ მიხეილ ჩხენკელს მიმართა, რომელსაც ამ წუთებში პარლამენტში უსმენენ.

„არსებული სოციალური ვითარებიდან გამომდინარე, როცა ბავშვთა სიღარიბე ჯერ კიდევ დაუძლეველია, ხშირად არის საუბარი ბავშვთა არასრულფასოვან კვებაზე, ეს ნამდვილად პრობლემაა და არ ეხება მხოლოდ სოციალურად დაუცველთა ჯგუფს, ხომ არ ფიქრობთ, რომ დროა, შევეჭიდოთ არც თუ ისე მცირებიუჯეტიან საკითხს, სკოლაში ბავშვთა კვების თაობაზე? ეს არის საკმაოდ მსხვილბიუჯეტიანი პროექტი და მხოლოდ სურვილი არ კმარა, თუნდაც დაწყებით კლასებში რომ გვეფიქრა ამაზე, კარგი იქნებოდა“, - განაცხადა ჩხენკელმა.