მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხუნდაძე ჯანდაცვის უწყების მიერ სამედიცინო სექტორთან კომუნიკაციაზე საუბრობს

5e038391ed058
BM.GE
25.12.19 20:20
1088
კომუნიკაცია შესაძლოა გარკვეულ ნაწილში ჯობდა ყოფილიყო უფრო მეტად აქტიური და ეს აქტივობა უკვე სახეზეა, - ასე უპასუხა ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ 520-ე დადგენილებასთან დაკავშირებით სამედიცინო სექტორთან ჯანდაცვის უწყების კომუნიკაციის შესახებ bm.ge-ს მიერ დასმულ კითხვას. ხუნდაძის თქმით, შექმნილია საბჭო, სადაც არის დარგის სპეციალისტები, თემატური ჯგუფი და აღნიშნული რეფორმა განხორციელდება ფინანსისტების და მედიკოსების ჩართულობით.

„სისტემის რეფორმირების გზაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, ერთიანი განფასების სისტემაზე გადასვლა, რაც არის მსოფლიოში აპრობირებული მეთოდი, მაგრამ რა თქმა უნდა, ამას სჭირდება მედპერსონალის ჩართულობაც. მხოლოდ ფინანსური გათვლებით ვერ იქნება სასურველი შედეგი მიღწეული. რადგან არსებობს დარგობრივი ასპექტები, რაც აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული, სწორედ ამიტომ შეიქმნა საბჭო, სადაც არის თემატური ჯგუფები და ერთიანი განფასების სისტემა თითოეულ ნაწილში თითოეულ ნოზოლოგიაზე იქნება სწორედ დარგის სპეციალისტებთან ერთად განხილული.

სისტემის მთავარი სამიზნე უნდა იყოს პაციენტი და ეს ასე იქნება, მაგრამ რა თქმა უნდა, მედპერსონალის, ექიმების, მაღალპროფესიონალი დარგის სპეციალისტების ჩართულობის გარეშე ეს ვერ მოხდება და არც მოხდება. სწორედ ამიტომ არის კომუნიკაცია კიდევ უფრო გააქტიურებული, ვიდრე აქამდე იყო“, - განაცხადა ხუნდაძემ.

შეგახსენებთ, კლინიკების და ექიმების ნაწილი ამბობს, რომ ჯანდაცვის სამინისტროსთან კომუნიკაციის პრობლემა აქვს.