მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხუთ ქალაქში ბუნებრივი აირის ქსელზე ახალი აბონენტის მიერთების ტარიფი გაორმაგდა

5e16e439a6ae1
დავით ჯალაღონია
09.01.20 12:28
1058
საქართველოს ხუთ ქალაქში – თბილისში, რუსთავში, ბათუმში, ქუთაისსა და ფოთში ბუნებრივი აირის ქსელზე ახალი აბონენტის მიერთების ტარიფი გაორმაგდა და ეს მომსახურება 400 ლარი ნაცვლად, სემეკის ახალი დადგენილებით, 800 ლარი გახდა.

როგორც BM.GE-ს სემეკის რეგულირების განვითარებისა და მეთოდოლოგიური უზრუნველყოფის დეპარტამენტის დირექტორმა ვანო მეჭურჭლიშვილმა განუმარტა, ამ გადაწყვეტილების საფუძველი კომპანიების მიერ აბონენტების ქსელზე მიერთების ხარჯების გაზრდა იყო.

"თავდაპირველად უნდა განვმარტოთ, რა საფასურზეა საუბარი. ეს გულისხმობს 300 მეტრის რადიუსში სრული ტექნოლოგიური ციკლის მომსახურებას – დაპროექტებას, ნებართვებს, შეთანხმებას, მასალებს და ა.შ. ამის შემდეგ, ჩვენ ვაკვირდებით კომპანიების ხარჯებს და მომსახურებას, რამაც გვაჩვენა რომ ამ სამუშაოების ხარჯები გაიზარდა. მაგალთად, ზოგიერთ ქალაქში აბონენტის მიერთებამდე, თავად ქსელის რეკონსტრუქცია იყო საჭირო და ჩვენ ამ ხარჯების გადანაწილებას თუ არ მოვახდენდით, ხარჯების ასახვის სამართლიანობის პრინციპი დაირღვეოდა, ასევე ამ ფაქტორის გაუთვალისწინებლობის შემთხვევაში, ეს თანხა ტარიფში აისახებოდა", – განმარტა ვანო მეჭურჭლიშვილმა.