მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხუთ თვეში საქართველოში ნაყინის იმპორტი 228.7%-ით გაიზარდა - რვა საიმპორტო ქვეყანა

60ddc99ae7de7
ვიქტორია მღებრიშვილი
01.07.21 18:02
1869
საქართველოში მიმდინარე წლის ხუთ თვეში ნაყინის იმპორტი 228.7%-ით გაიზარდა.

საქსტატის მონაცემებით, ქვეყანამ იანვარ-მაისში 1.3 მლნ დოლარის ღირებულების 318.1 ტონა ნაყინი შეიძინა, მაშინ როდესაც იმპორტირებული ნაყინის ღირებულებამ გასული წლის ანალოგიურ პერიოდში 393.6 ათასი დოლარი შეადგინა. ამ თანხით საქართველომ 2020 წელს 127.4 ტონა ნაყინი და საკვები ყინულის სხვა სახეობები შეიძინა.

რაც შეეხება საიმპორტო ქვეყნებს, 2021 წელს საქართველომ ნაყინი რვა ქვეყნიდან იყიდა. საიმპორტო ქვეყნების ჩამონათვალი კი შემდეგია:

1. თურქეთი - 457.3 ათასი დოლარი, 77 ტონა;
2. რუსეთი - 374.3 ათასი დოლარი, 81.8 ტონა;
3. უკრაინა - 179.8 ათასი დოლარი, 65.8 ტონა;
4. საფრანგეთი - 117.ათასი დოლარი, 34.0 ტონა;
5. სომხეთი - 78.8 ათასი დოლარი, 38.9 ტონა;
6. გერმანია - 46.7 ათასი დოლარი, 11.0 ტონა;
7. ბელარუსი - 27.8 ათასი დოლარი, 7.3 ტონა;
8. იტალია - 11.2 ათასი დოლარი, 2 ტონა.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2020 წელს ნაყინის იმპორტი მნიშვნელოვნად შემცირდა და წლიურად 448.4 ტონა პროდუქტის შესაძენად ქვეყნიდან 1.6 მლნ დოლარი გავიდა. (2019 წელი - 3.0 მლნ დოლარი, 755.0 ტონა). გასულ წელს ნაყინის ყველაზე დიდი საიმპორტო ქვეყანა რუსეთი იყო; მას უკრაინა, საფრანგეთი, თურქეთი, სომხეთი, ბელარუსი და გერმანია მოსდევდა.

მნიშვნელოვანია, რომ 2020 წლის 5 თვეში ქვეყნიდან ექსპორტზე ნაყინი არ გასულა, ადგილობრივი წარმოების ნაყინის ექსპორტი გასულ წლებშიც არ ფიქსირდებოდა. 2021 წლის იანვარ-მაისში კი საქართველომ 46.7 ტონა ნაყინის ექსპორტით 420.4 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო. მაშინ როდესაც გასულ წელს ქვეყნიდან სულ 206.4 ათასი დოლარის ღირებულების 23.3 ტონა ნაყინი და საკვები ყინულის სხვა სახეობები გაიყიდა.

მიმდინარე წელს ქართული ნაყინი ექსპორტზე სულ 3 ქვეყანაში - სომხეთში (176.8 ათასი დოლარი, 19.6 ტონა), აზერბაიჯანსა (155.1 ათასი დოლარი, 16.9 ტონა) და ისრაელში (88.3 ათასი დოლარი, 10.1 ტონა) გავიდა.