მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხუთი მსხვილი ჩინური კომპანიის აქციები ამერიკული საფონდო ბირჟიდან მოიხსნება

62f90c1054f92
გიორგი თოლორდავა
14.08.22 23:00
4170
აშშ-ჩინეთს შორის არსებული დაძაბული გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე, ხუთი მსხვილი ჩინური სახელმწიფო კომპანიის აქციები ამერიკული საფონდო ბირჟიდან მოიხსნება.

ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან დელისტინგი შემდეგ კომპანიებს მოუწევთ: China Petroleum & Chemical Corporation; Sinopec Petrochemical; Aluminum of China; PetroChina და China Life Insurance Company.

აღნიშნული კომპანიების აქციები ამერიკულ ბირჟაზე 2000-იანი წლების დასაწყისში განთავსდა, მათ შორის უმსხვილესია PetroChina, რომლის საბაზრო კაპიტალიზაცია 135 მილიარდ დოლარს შეადგენს.

მარეგულირებელი ორგანოს განმარტებით, დელისტინგის მიზეზი აუდიტორული სტანდარტების დარღვევა და ბუღალტრული ანგარიშების მომზადების არასათანადო პრაქტიკაა, რაც ამერიკელ ინვესტორებს რისკის წინაშე აყენებს.

ექსპერტების შეფასებით, საფონდო ბირჟიდან უმსხვილესი ჩინური კომპანიების მოხსნის რეალური მიზეზი გეოპოლიტიკური ვითარებაა. აღნიშნულ კომპანიებს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვთ ჩინეთის ენერგეტიკულ, ინდუსტრიულ და ფარმაცევტულ სექტორებში, რის გამოც აშშ-ის მთავრობა მათში ამერიკული ინვესტიციების შემცირებას ცდილობს.

საგულისხმოა, რომ დელისტინგის ტალღა მხოლოდ აღნიშნული კომპანიებით არ შემოიფარგლება, ნიუ-იორკის საფონდო ბირჟიდან ჩახსნის საფრთხის წინაშეა 300-მდე ჩინური კომპანია, რომელთა საერთო საბაზრო კაპიტალიზაცია 2.4 ტრილიონ დოლარს აღწევს, მათ შორის უმნიშვნელოვანესი კი ტექნოლოგიური გიგანტი Alibaba-ა, რომელიც უოლ-სტრიტიდან გაძევებისთვის აქტიურად ემზადება.


საქართველოს ბანკის მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway და ა.შ. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.