მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხუთი ქვეყანა, რომელთა მოდელსაც საქართველო რეფერენტული ფასების დადგენისას გამოიყენებს

637cc2817c4f1
ინგა მურუსიძე
22.11.22 16:44
539
არის თუ არა საბჭოთა გადმონაშთი მედიკამენტებზე რეფერენტული ფასების დაწესება? - ამ კითხვით საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიას მიმართეს.

მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ „ასე ვერ ვიტყვით, რადგან ქვეყნების ჩამონათვალი, რომლებიც დღეს რეფერენტული ფასების მექანიზმს იყენებენ, ასეთია: ესპანეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ნიდერლანდები, საფრანგეთი და ა.შ.

მინისტრის მოადგილის თქმით, ჩამონათვალი საკმაოდ დიდია. რაც შეეხება კითხვას, თუ რომელი ქვეყნის მექანიზმს იყენებს საქართველო, გაბუნიამ განმარტა, რომ საქართველო იყენებს ხუთი ქვეყნის მოდელს: ბულგარეთი, ლატვია, მაკედონია, მონტენეგრო და ხორვატია.

თუმცა გაბუნიას განმარტებით, თავის მხრივ, ეს ქვეყნები იყენებენ გაცილებით დიდი ქვეყნების მეთოდოლოგიებს.

„თავად ამ ქვეყნებს ჰყავთ თავიანთი რეფერენტული ქვეყნები, ანუ გამოდის, რომ ჩვენ ვედრებით დაახლოებით 45 ქვეყანას, რადგან თითოეულს ფასები დადგენილი აქვს სხვების მაგალითზე.

რაც შეეხება თავად მიდგომას, პირველები არ ვართ,ვინც ამას აკეთებს. ფასის დადგენისას ძალიან საფუძვლიანი ანალიზი ტარდება. რა თქმა უნდა საჭიროა კონსულტაცია სექტორთან, და ფასის გადახედვა ხდება 6 თვეში ერთხელ, ინფლაციის ან სხვა პირობების გათვალისწინებით“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

მინისტრის მოადგილის თქმით, საკითხის უკეთესად შესწავლის მიზნით საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ბულგარეთში გეგმავენ ჩასვლას.

ინფორმაციისთვის: საქართველოში მედიკამენტებზე რეფერენტული ფასები დაწესდება.