მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხუთი ქვეყანა, სადაც სამნიშნა ინფლაცია ფიქსირდება

63aab91d5394c
გიორგი თოლორდავა
27.12.22 11:34
979
კოვიდპანდემიისა და რუსეთ-უკრაინის ომის მიმდინარეობის ფონზე, მსოფლიოს მასშტაბით სამომხმარებლო ფასები მკვეთრად იზრდება. ინფლაციური წნეხი განსაკუთრებით იმატებს დასავლურ სახელმწიფოებში, სადაც რუსულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულის მაჩვენებელი ყველაზე მაღალია, ალტერნატიული მიმწოდებლები კი რთულად მოსაძებნი.

მიუხედავად იმისა, რომ ევროპის მასშტაბით არაერთ სახელმწიფოში წელს ინფლაციის რეკორდული დონე დაფიქსირდა, გლობალურ რეიტინგში ყველაზე მაღალი მაჩვენებლები მაინც ეკონომიკურად განუვითარებელ სახელმწიფოებში ფიქსირდება.

Visual Capitalist-ის ინფორმაციით, მსოფლიოში ყველაზე მაღალი წლიური ინფლაციის დონე ზიმბაბვეში ფიქსირდება, სადაც სამომხმარებლო ფასები 269%-ითაა გაზრდილი.

არასახარბიელო შედეგების მქონე ქვეყნების რეიტინგში მეორე ადგილზე ლიბანია, სადაც ინფლაცია 162%-ს აღწევს; 156%-იანი წლიური ინფლაციით კი მესამე ადგილს ვენესუელა იკავებს.

რაც შეეხება ქვეყნების ათეულს, სადაც ყველაზე მაღალი წლიური ინფლაცია ფიქსირდება, რეიტინგი ასეთია: 

1. ზიმბაბვე - 269%
2. ლიბანი - 162%
3. ვენესუელა - 156%
4. სირია - 139%
5. სუდანი - 103%
6. არგენტინა - 88%
7. თურქეთი - 85%
8. შრი-ლანკა - 66%
9. ირანი - 52%
10. სურინამი - 41%.

აღსანიშნავია, რომ რეგიონში ყველაზე მაღალი ინფლაციის დონე თურქეთში ფიქსირდება, სადაც სამომხმარებლო ფასების ზრდის წლიური მაჩვენებელი 85%-ს აღწევს. აზერბაიჯანში ინფლაცია 13.7%-იან ნიშნულზეა; რუსეთში სამომხმარებლო ფასების ზრდის დონე კი 12.6%-ს შეადგენს; ხოლო სომხეთში ინფლაცია 8.8%-ია. შედარებისთვის, საქართველოში ინფლაცია ამჟამად 10.4%-იან ნიშნულზეა.