03.მაისი .2021 21:01

ხვალ ამირან გამყრელიძე ჩინური "სინოფარმის" ვაქცინით აიცრება

ხვალ ამირან გამყრელიძე ჩინური "სინოფარმის" ვაქცინით აიცრება
views 403
უკან

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე ხვალ 09:30 საათზე, რესპუბლიკურ საავადმყოფოში Covid-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრება. როგორც ცნობილია, გამყრელიძე ჩინური „სინოფარმს“ გაიკეთებს.

„სინოფარმით" ვაქცინაცია საქართველოში სწორედ ხვალიდან, 4 მაისიდან იწყება. აღნიშნული ვაქცინის გაკეთება საქართველოში 18 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეებს შეუძლიათ.

ქვეყანას 100 ათასი დოზა "სინოფარმი“ აქვს. აღსანიშნავია, რომ ჩინურ ვაქცინა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას ჯერ არ დაუმტკიცებია.

"კვირის ბოლომდე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია გამოაქვეყნებს და გვექნება პასუხი. შესაძლოა, გარკვეულწილად მეტი დრო დასჭირდეს ჯგუფს ამ გადაწყვეტილების მისაღებად, რაც ჩვენ შემთხვევაში ვაქცინაციის პროცესს არ შეაფერხებს. სინოფარმით ვაქცინაცია დაიწყება როგორც იყო დაანონსებული, 4 მაისიდან", — განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ 29 აპრილს.