მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხვალ არველაძეები 'სინოფარმით" აიცრებიან

60994a8a4abd1
ინგა მურუსიძე
10.05.21 20:14
563
ხვალ, ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრში არჩილ (აჩი) და შოთა (შოთი) არველაძეები ვაქცინაციას ჩაიტარებენ.

ინფორმაციას "დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი" ავრცელებს. უწყების ცნობით, არველაძეები "სინოფარმის“ ვაქცინით აიცრებიან.

აღსანიშნავია, რომ საქართველო სულ უფრო აფართოებს COVID-19-ის ვაქცინაციას. იმუნიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით 2021 წლის 4 მაისიდან ქვეყანაში იმუნიზაციის პროცესში "ასტრაზენეკას" და "ფაიზერის" ვაქცინებს დაემატა ჩინური წარმოების "სინოფარმის“ (Sinopharm) ვაქცინა.