მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხვალ ბათუმში, პორტის ტერიტორიაზე მინერალური სასუქების გადამზიდი მულტიმოდალური ახალი ტერმინალი იხსნება

60c1e99bc598e
ინგა მურუსიძე
10.06.21 14:35
777
ხვალ ბათუმში, პორტის ტერიტორიაზე მინერალური სასუქების გადამზიდი მულტიმოდალური ახალი ტერმინალი იხსნება, რომელიც აზიიდან მიღებულ პროდუქციას ევროპულ ბაზართან დააკავშირებს.

როგორც bm.ge-ს კომპანიიდან აცნობეს, უახლოესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ტერმინალის მშენებლობა ამერიკული ტრეიდული კორპორაცია Trammo-სა და კომპანია Wondernet Exspress -ის პარტნიორობით, $25 მლნ-იანი ინვესტიციით განხორციელდა.

„აღნიშნული პროექტის შემუშავებაში მონაწილეობდნენ ევროპის წამყვანი საპროექტო ინსტიტუტები და გემის დასატვირთი მოწყობილობებისა და სასაწყობე ტექნიკის მსოფლიოში უმსხვილესი მომწოდებლები. ტერმინალი სრულიად ავტომატიზირებულია და მოიცავს კონვეირების ლენტურ სისტემებს, ისე როგორც გემის დამტვირთველს. ის აღჭურვილია მინერალური სასუქების გადატვირთვისთვის საჭირო თანამედროვე აღჭურვილობით, ფილტრაციის უახლესი ტექნოლოგიით.

წლის განმავლობაში ტერმინალი 1 500 000 ტონამდე სასუქის გადამუშავებას შეძლებს. აღნიშნულ ობიექტზე უკვე დასაქმებულია 100-მდე ადამიანი, მათი უმრავლესობა ადგილობრივი, აჭარის რეგიონიდანაა. კომპანია უახლოეს მომავალში გეგმავს როგორც საინვესტიციო თანხის მოცულობის, ასევე სამუშაო ადგილების გაზრდას“, - ნათქვამია კომპანიის ინფორმაციაში.

პრეზენტაციას, როგორც საქართველოს მთავრობის, საქართველოში აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე სხვადასხვა ქვეყნებიდან მოწვეული სტუმრები დაესწრებიან. მათ შორის, ტერმინალის გახსნის ცერემონიალზე დასასწრებლად სპეციალური დელეგაცია ჩამოვიდა ამერიკის შეერთებული შტატებიდან.

ცნობისთვის, „ტრამო“ „ფორბსის“ უმსხვილეს კერძო ამერიკულ კომპანიებს შორის 56-ე ადგილს იკავებს.
(NS)