მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხვალ ბორჯომის ქარხნის მუშები იფიცებიან

60a2958566f33
თამთა ჯიჯავაძე
17.05.21 20:26
4489
ბორჯომის ქარხნის მუშები იფიცებიან. ამის შესახებ პროფკავშირების ახალგაზრდული მოძრაობა "ფეისბუქზე" იტყობინება.

როგორც მოძრაობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, იგეგმება აქცია, რომელიც გაფიცვის სახეს მიიღებს და მთლიანი ქარხანა გაჩერდება. 

"კომპანიას, დასაქმებულებსა და აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირებს შორის 21 დღიანი მედიაცია მიმდინარეობდა, რომელიც მოლაპარაკების გარეშე დამთავრდა, რის შემდეგაც დასაქმებულები კანონიერ გაფიცვას იწყებენ. დასაქმებულები ღირსეულ შრომის პირობებისთვის ბრძოლას იწყებენ.

მათი ძირითადი მოთხოვნები ხელფასების ზრდას, დასვენებისა და შესვენების უფლების ქონასა და კომპანიაში პროფკავშირული ნიშნით დისკრიმინაციის აკრძალვას ეხება.

გაფიცვის ორგანიზატორი აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფესიული კავშირია", - წერია პროფკავშირების ახალგაზრდული მოძრაობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.