მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხვალ, გახარიას პრემიერობის პერიოდში პირველად, ინვესტორთა საბჭოს სხდომა იმართება

5e36abace9a04
თელარა გელანტია
02.02.20 14:56
1237
3 თებერვალს ინვესტორთა საბჭოს სხდომა გაიმართება. Bm.ge-ის ინფორმაციით, სხდომა 14:00 საათზეა ჩანიშნული.
გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობის პერიოდში, ინვესტორთა საბჭოს სხდომა საერთოდ არ ჩატარებულა. ის რამდენჯერმე გადაიდო. ბოლო სხდომა 2019 წლის 7 მაისს მამუკა ბახტაძის თავმჯდომარეობით გაიმართა.

შეგახსენებთ: 2019 წლის ბოლოს ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს უფროსად საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი დაინიშნა. ჩერქეზიშვილმა ამ პოსტზე მარიამ მეღვინეთუხუცესი შეცვალა.

ცნობისთვის: ინვესტორთა საბჭო ევროპის რეკონსტრუციის და განვითარების ბანკის ინიციატივით შეიქმნა. საბჭო არის საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებული დამოუკიდებელი საკონსულტაციო ორგანო, რომელიც მიზნად ისახავს დიალოგის წარმოებას კერძო სექტორის მეწარმე სუბიექტებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, დონორებსა და საქართველოს მთავრობას შორის ხელსაყრელი, არადისკრიმინაციული, გამჭვირვალე და სამართლიანი ბიზნეს და საინვესტიციო კლიმატის შესაქმნელად.

ინვესტორთა საბჭო პასუხისმგებელია, ერთი მხრივ, პრემიერ-მინისტრს, მინისტრებს, მათ დაქვემდებარებაში მყოფი სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელ პირებსა და, მეორე მხრივ, კერძო სექტორს შორის კონსტრუქციული დიალოგის და აზრთა გაცვლის უზრუნველყოფაზე, რათა გაუმჯობესდეს და სტიმულირებული იქნეს ქვეყანაში ჯანსაღი საინვესტიციო კლიმატი.