მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხვალ გახდება ცნობილი როდიდან და რა შეზღუდვები დაწესდება საქართველოში - მინისტრი

5fbe4608386f4
ვიქტორია მღებრიშვილი
25.11.20 16:03
1125
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ხვალიდან საზოგადოება ინფორმირებული იქნება იმაზე თუ როდიდან და რა ტიპის შეზღუდვებს აამოქმედებს მთავრობა. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, მთავრობა შეზღუდვების დაწესების 2 ფორმატს განიხილავს. 

„კონსულტაციები ბიზნესთან და ყველა სფეროს წარმომადგენელთან დღესაც გრძელდება. ჩვენ გვაქვს 2 ვერსია იმასთან დაკავშირებით, თუ რომელ ფორმატში შეიძლება განხორციელდეს შეზღუდვები და ხვალ საზოგადოებისთვის ეს ინფორმაცია გახდება ცნობილი.

ის შეზღუდვები, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო, ეპიდემიოლოგები და ექსპერტები სთავაზობენ მთავრობას არ გულისხმობს, რომ ჩვენ ამის შემდეგ ველოდებით ინფიცირებულთა რიცხვის მნიშვნელოვან შემცირებას. ეს ყველაფერი იქნება ეტაპობრივი. ჩვენ დავაკვირდებით პროცესს და 2-კვირიანი შეფასების შემდეგ შეიძლება შემოვიღოთ ან მეტად უფრო გამკაცრებული სქემა, ან პირიქით, შევეცადოთ ეკონომიკური საქმიანობის მეტად უფრო მოქნილ გრაფიკზე გადაყვანას“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეებში მთავრობამ ბიზნესის, კლინიკების წარმომადგენლებთან შეხვედრები გამართა, რომლებზეც მოსალოდნელი შეზღუდვების შესახებ იმსჯელეს. ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ კორონავირუსის ახალი შემთხვევების შემცირებისთვის შეზღუდვების გამკაცრებაა აუცილებელი.