მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხვალ, პაატა იმნაძე დემონსტრაციულად პირველი აიცრება ღია ეთერში - ცერცვაძე

604e2acba6885
თამთა ჯიჯავაძე
14.03.21 19:15
906
ხვალ 09:00 საათზე პაატა იმნაძე დემონსტრაციულად პირველი აიცრება ღია ეთერში, სწორედ ჩვენს დაწესებულებაში, რითიც ხაზს გაუსვამს, რომ ეს დაწესებულება არის ფლაგმანი კოვიდთან ბრძოლაში და ის, ვინც პირველი პაციენტი მიიღო, - ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.

"აკრძალული ხილი ყოველთვის უფრო სასურველია. როცა ვაქცინა არ იყო ხელმისაწვდომი, ყველას უნდოდა, ყველა ითხოვდა და საყვედურობდა ხელმძღვანელობას, რომ როგორ ვერ მოახერხეთ ამდენი ხანი ვაქცინის შემოტანაო. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ ვაქცინა შემოვიდა, ეს ენთუზიაზმი შენელდა, ექიმების მხრივ გამოითქმება მზადყოფნა, მაგრამ არიან ისეთებიც, რომლებიც ფიქრობენ რომ დაიცადონ, დაელოდონ შედეგებს, ნახონ რამდენად უსაფრთხო იქნება და შემდეგ აიცრან", - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

მისივე თქმით, მას ეჭვი არ ეპარება, რომ 43 ათასი დოზა სულ რაღაც ორ კვირაში დაიხარჯება და არავითარი შეფერხება არ იქნება, რადგან უკვე არის ასეთი განწყობა. 

"ყველა ელოდება პირველ დღეს და რომ ნახავენ, ძალიან წარმატებით ჩატარდება, მერე ყველა გათამამდება და თავშეკავებულთა რიცხვი ავტომატურად შემცირდება“, - განაცხადა ცერცვაძემ.

ცნობისთვის, ხვალიდან უკვე ქვეყანაში იწყება ვაქცინაციის პროცესი. პირველ ეტაპზე ჯანდაცვის სექტორის წარმომადგენლები აიცრებიან. დღეის მდგომარეობით სისტემაში ვიზიტი დაჯავშნილი აქვს 1449 მედპერსონალს. 

რეგისტრაციის პორტალი: https://booking.moh.gov.ge/ 
რეგისტრაციის ინსტრუქცია: https://fb.watch/4c2mI8hKtj/