21.დეკემბერი .2019 14:47

ხვალ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ დამფუძნებელი ყრილობა გაიმართება

views 368
უკან

22 დეკემბერს, 14:00 საათზე, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ მე-11 პავილიონში გაიმართება პოლიტიკური გაერთიანება „ლელო საქართველოსთვის“ დამფუძნებელი ყრილობა.

დელეგატების რეგისტრაციის პროცესი 12:00 საათზე დაიწყება.

ყრილობაზე დამტკიცდება პარტიის წესდება. დელეგატები, რომლებიც საქართველოს სხვადასხვა რეგიონს წარმოადგენენ, აირჩევენ პარტიის თავმჯდომარეს და ნდობას გამოუცხადებენ მმართველი ორგანოს - პარტიის პოლიტიკური საბჭოს წევრებს. ღონისძიებაზე წარადგენენ პარტიის ხედვას. ყრილობის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება პარტიის ლოგოს, სლოგანის და სხვა ატრიბუტიკის წარდგენა. პირველად გაჟღერდება პარტიის ჰიმნი.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა