მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხვალ "მწვანე პასპორტები" ამოქმედდება: ვის დაეკისრება პასუხისმგებლობა მისი არქონის შემთხვევაში და რამდენია ჯარიმა?

61a66840a407b
თამთა ჯიჯავაძე
30.11.21 22:13
1390
ხვალიდან, საქართველოში ე.წ. მწვანე პასპორტები ამოქმედდება, რაც იმას ნიშნავს, რომ გარკვეულ ობიექტებში ვაქცინაციის ან კოვიდტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენის გარეშე შესვლა იკრძალება. კერძოდ, მოქალაქეები „მწვანე პასპორტით“ შესვლას შეძლებენ შემდეგ დაწესებულებებში: სასტუმროები და განთავსების სხვა ობიექტები, კვების ობიექტები (რესტორნების, კაფეების, ბარების ღია და დახურული სივრცეები, მათ შორის სავაჭრო ცენტრებში არსებული), კინოთეატრები, თეატრები, საკონცერტო დარბაზები, ოპერა, გასართობი ობიექტები, სამორინეები და სათამაშო ბიზნეს ობიექტები, სპა ცენტრები და ფიტნეს დარბაზები, სამთო კურორტების საბაგიროები.

ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, ობიექტზე არა მწვანე სტატუსის მქონე პირის დაშვებაზე პასუხისმგებლობა ეკისრება დაწესებულებას. წესის დარღვევის შემთხვევაში სანქცია იურიდიული პირისთვის შეადგენს 10,000 ლარს, ინდ. მეწარმისთვის - 2,000 ლარს.

სამართალდარღვევის განმეორების შემთხვევაში კი ობიექტი დაილუქება. 

როგორც შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა, ბექა ფერაძემ განაცხადა, თუ ბიზნეს სუბიექტების მხრიდან იქნება მწვანე პასპორტის რეგულაციის სისტემური დარღვევები, შრომის ინსპექცია უფლებამოსილი იქნება გარკვეულწილად დროებით შეუზღუდოს ეკონომიკური საქმიანობა.