მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ხვალ რომ პანდემია დასრულდეს და ტურიზმი აღდგეს თბილისში არ იქნება კაფე-ბარი, სადაც ტურისტი შესვლას შეძლებს"

61d2ed6005fe5
მარიამ იზორია
05.01.22 18:34
5681
გურამ ბაღდოშვილი, რომელიც რესტორანი “ჩვენის” დამფუძნებელია, მიიჩნევს, რომ დღეს საქართველოში სარესტორნო ბიზნესი უდიდესი გამოწვევების წინაშეა და ტურიზმის აღდგენის შემთხვევაში შესაძლოა თბილისში აღარ იყოს კაფე-ბარი, სადაც ტურისტები მომსახურების მიღებას შეძლებენ. გადარჩებიან ის ბიზნესები, რომლებსაც მფლობელები პირადი ფინანსებით შეინახავენ.

“სექტორს რესურსი აღარ აქვს. ხვალ რომ პანდემია მორჩეს და ტურიზმი აღდგეს, გიმტკიცებთ, რომ თბილისში არ იქნება კაფე-ბარი, სადაც ტურისტს შესვლა შეეძლება, მას ტერასაზე ყავისა და წყლის დალევის ნაცვლად, მარკეტში შესვლა და გარეთ ბოთლი წყლით სიარული მოუწევს”- აღნიშნავს ის.

გურამ ბაღდოშვილი bm.ge-სთან ასევე აღნიშნავს, რომ აუცილებელია სახელმწიფომ სარესტორნო ბიზნეს ხელის შეწყობის მიზნით გარკვეული შეღავათები დაუწესოს, რადგან სარესტორნო ტურიზმს სახელმწიფო ბიუჯეტში საკმაოდ დიდი ნაწილი შეაქვს.

“სარესტორნო ტურიზმის ბიზნესს სახელმწიფო ბიუჯეტში პატარა ნაწილი ნამდვილად არ შეაქვს. ტურიზმის დეპარტამენმტა უფრო სერიოზულად თუ არ აღიქვა საკითხი და სახელმწიფომ სექტორს შეღავათები თუ არ დაუწესა, გამორიცხულია ბიზნესს რაიმე ეშველოს. Ის 5 000 ლარიანი დახმარებაც ნაწილს მისცეს, ნაწილს - არა. ვისაც მისცეს იმათაც არ შეარგეს.

აღსანიშნავია ისიც, რომ საქართველოში სიტყვა რესტორატორი აღარ არსებობს, ადამიანები, რომლებსაც უნდოდათ, რომ რესტორნის მმართველები ყოფილიყვნენ - ბაზრიდან გაქრნენ” - განმარტავს ის.