27-29 დეკემბერს, თბილისის მერიის მხარდაჭერით და საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში თბილისის წიგნის საახალწლო ფესტივალი 2019 გაიმართება, რომელზეც სიახლეებითა და ფასდაკლებით წარმოდგენილი იქნებიან ქართველი გამომცემლები.
თბილისის მერიის ინფორმაციით, წიგნის მოყვარულებს სამი დღის განმავლობაში, 11:00-დან 20:00 საათამდე საშუალება ექნებათ განსაკუთრებული ფასდაკლებით შეიძინონ ძველი და ახალი გამოცემები, დაესწრონ ახალი წიგნებისა თუ თარგმანების პრეზენტაციებს და მოისმინონ აქტუალურ თემებზე საჯარო ლექციები. საახალწლო ფესტივალი პატარებსაც უამრავ ლიტერატურულ თამაშსა და გასართობ შოუ-პროგრამას სთავაზობს.
ფესტივალი უკვე მე-6 წელია საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაციის ორგანიზებით იმართება და მისი ვიზიტორების რაოდენობა ყოველწლიურად მატულობს. „ახალი წელი ახალი წიგნებით!“ - ასეთია ფესტივალის სლოგანი, რომლის მიზანია საქართველოში წიგნის კითხვის პოპულარიზაცია, განათლებაზე ხელმისაწვდომობის ზრდა და საგამომცემლო პროცესების ხელშეწყობა.
ღონისძიება 27 დეკემბერს 12 საათზე წლის ბესტსელერი გამოცემების დაჯილდოებით გაიხსნება. ფესტივალის ორნგანიზატორები სამი დღის განმავლობაში სტუმრებს უამრავ სიურპრიზსა და სიახლეს ჰპირდებიან. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.
ფესტივალის მხარდამჭერები არიან თბილისის მერია და საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. ფესტივალის მეგობარია თიბისი ბანკი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რამდენი ქართველი ცხოვრობს რუსეთში?
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
პატარძეულთან ახლოს, ნავთობის ახალი მარაგებია აღმოჩენილი - Block Energy
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო
"ვფიქრობ, ქარხნებიც გადმოვა საქართველოში" - ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე დიაგონალური კუმულაციის მოსალოდნელ შედეგებზე
რა ნიშნულს შეინარჩუნებს ლარი? - პაპავას პროგნოზი
საქართველო ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გეგმავს გაწევრიანებას - პრემიერი
თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 34 საათით შეუწყდება