მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხვალიდან, 21:00-დან 06:00 საათამდე გადაადგილება იკრძალება - "ცხადდება ე.წ. კომენდანტის საათი"

5e81f1b67d793
ინგა მურუსიძე
30.03.20 17:20
1920
ხვალიდან, საქართველოში 21:00-დან დილის 06:00 საათამდე გადაადგილება აკრძალულია, - ამის შესახებ პრეიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

„საგანგებო მდგომარეობის ვადით ცხადდება ფაქტობრივად სრული კარანტინი. 21:00 საათიდან იკრძალება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით ქალაქებში და ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება, დილის 06:00 საათამდე. ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის მასშტაბით 21:00-დან დილის 06:00 საათამდე ცხადდება ე.წ. საკომენდანტო საათი“, - განაცხადა გახარიამ.