მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხვალიდან “ეროვნულ რეესტრს“ ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის ლიცენზია გაუუქმდება

61c073996681a
BM.GE
20.12.21 16:21
629
ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, სებ-ის ვიცე-პრეზიდენტის განკარგულებით, შპს "ეროვნულ რეესტრს“ 2021 წლის 21 დეკემბრიდან ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის ლიცენზია გაუუქმდება. ეროვნული ბანკის განცხადების თანახმად, ემიტენტებმა, რომლებიც "ეროვნული რეესტრის" მომსახურებით სარგებლობდნენ, ახალი რეგისტრატორი უნდა მოძებნონ. 

ემიტენტები, რომელთა ფასიანი ქაღალდების რეესტრსაც შპს "ეროვნული რეესტრი“ აწარმოებდა, ვალდებულნი არიან უზრუნველყონ ახალი რეგისტრატორის შერჩევა და მასთან ხელშეკრულების ამოქმედება არაუგვიანეს წინა ხელშეკრულების მოშლის დღისა, ხოლო შპს "ეროვნული რეესტრი“ ვალდებულია ფასიანი ქაღალდების რეესტრი და სათანადო დოკუმენტაცია გადასცეს ემიტენტს ან ემიტენტის მიერ შერჩეულ ახალ რეგისტრატორს. აღნიშნული პროცესი უნდა დასრულდეს არაუგვიანეს მიმდინარე წლის 20 დეკემბრისა,"- ნათქვამია სებ-ის განცხადებაში. 

საქართველოში ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის საქნიაბობას შემდეგი კომპანიები ახორციელებენ:

სს კავკასრეესტრი (ს/ნ: 211369115)
სს საქართველოს ფასიანი ქაღალდების გაერთიანებული რეგისტრატორი (ს/ნ:205156374)
სს სი ეს არ (ს/ნ:405141190).