მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხვალიდან გერმანიაში სრულად აცრილი მოქალაქეები სხვადასხვა შეღავათით ისარგებლებენ

60953fcf683f5
ნათია თაქთაქიშვილი
07.05.21 20:00
514
ხვალიდან გერმანიაში სრულად აცრილი პირები სხვადასხვა შეღავათით ისარგებლებენ. ინფორმაციას CNN ავრცელებს.

გერმანიის მთავრობის განცხადებით, აღნიშნული ცვლილება არ გულისხმობს განსაკუთრებული პრივილეგიების მინიჭებას და კონსტიტუციური უფლებების დარღევევას ან საზოგადოების ორ ნაწილად გახლეჩას.

გერმანიის მთავრობა აღნიშნავს, რომ სრულად აცრილი პირები თავისუფლად შეძლებენ ეწვიონ მაღაზიებს, სილამაზის სალონებს და ბოტანიკურ ბაღებს. მათ ასევე შეეძლებათ ერთმანეთს დახურულ სივრცეში შეხვდნენ. ამასთან, საზღვარგარეთ წასვლის შემთხვევაში კარანტინის გავლა არ მოუწევთ.

Robert Koch Institute-ის მონაცმებით, ამჟამად გერმანიაში ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ 9%-ია სრულად აცრილი, ხოლო 31%-მა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მხოლოდ ერთი დოზა მიიღო.